ფოთასიო რუთი არის თხევადი სასუქი, კალიუმის მაღალი კონცენტრაციით, რომელსაც მცენარე ადვილად შეიწოვს. მაღალი ხარისხის ნაყოფის მისაღებად კალიუმს განსაკუთრებით საჭიროებენ: ხეხილი, ციტრუსი, ყურძენი, ბოსტნული, ბაღჩეული კულტურები. სასუქი, აგრეთვე, მნიშვნელოვანია ტექნიკური კულტურებისთვის.
სწორად გამოყენებისას სასუქი ნაყოფში აძლიერებს შაქრისა და ცილების სინთეზს, აუმჯობესებს ნაყოფის ფერს, ტექსტურას და გემოს. ხელს უწყობს კალციუმის და მაგნიუმის შეწოვას. რეკომენდებულია ციტრუსის, ხილის, ბოსტნეულის, ბაღჩეულის, სამრეწველო და დეკორატიული კულტურების მოყვანის ბოლო ეტაპებზე. ფოთასიორუთი ასევე უზრუნველყოფს მცენარის უფრო მეტ გამძლეობას არახელსაყრელი პირობების მიმართ (ტემპერატურა, ტენიანობა და ა.შ.). აღმოფხვრის აზოტის ჭარბი რაოდენობით გამოყენებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.
გამოყენების წესები და დოზირება რეკომენდირებულია ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისთვის, ხეხილისთვის, ციტრუისთვის, მარწყვისთვის, ზეთისხილისთვის, ფოთლოვანი კულტურებისთვისა და მეყვავილეობისთვის.
სასუქის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ კომბინაციაში
სხვა აგროქიმიკატებთან ერთად.
დოზირება და გამოყენების წესი
ფოთლოვანი კვება
150-200 მილილიტრი / 100 ლიტრ წყალში.
ციტრუსი – ნაყოფის შეფერვის დასაწყისიდან მწიფობამდე, ყოველ 10-14 დღეში ერთხელ;
ზეთისხილი – ყვავილობამდე ერთხელ, კურკის გამკვრივებიდან მომწიფებამდე, 10-14 დღეში ერთხელ;
ხეხილი, ვაზი – მოსავლის აღებამდე ერთი თვით ადრე;
ბოსტნეული, ბაღჩეული – მთელი სეზონის განმავლობაში;
წიწაკა, პომიდორი – პირველი ნაყოფის გამოჩენის მომენტიდან, ყოველ 10-14 დღეში.
მარწყვი (კენკროვნები) – საყვავილე კვირტების გამოჩენიდანვე, ყოველ 10-14 დღეში;
ყვავილები – საყვავილე კვირტების გამოჩენიდავე, ყოველ 10-14 დღეში;
ფესვიდან კვება
კალიუმის დიდი მოთხოვნილების მომენტებიდან დაწყებული (ნაყოფის დამსხვილება, სარეზერვო ორგანოების ფორმირება და ა.შ.)
6-8 ლ/ჰა შეტანა ყოველ 10-14 დღეში ერთხელ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.