ნიმის ზეთი ბიოლოგიური ინსექტიციდია, რომლის მთავარი მოქმედი ნივთიერება აზადირაქტინია და შეიცავს ასევე სხვა ლიმონოიდებს.
პრეპარატის დამზადებისას გამოიყენება ნიმის ზეთი და საპნის ხის ნაყოფიდან გამოყოფილი საპონინები, ამიტომ არის წყალში ხსნადი, გამოყენებისთვის მზა ფორმა.
გამოიყენება სასოფლო – სამეურნეო კულტურებში, სატყეო და სასათბურე სანერგე მეურნეობებში, სხვადასხვა ტიპის ნიადაგში, როგორც ფოთლოვანი, ისე პირდაპირი შეტანის გზით.
ზოგადი ინფორმაცია
• გამოიყენება მწერების, ტკიპებისა და ნემატოდების წინააღმდეგ;
• გამოიყენება მავნებლის კვერცხის, მატლისა და ზრდასრული ფაზების წინააღმდეგ;
• შეიძლება გამოყენებული იქნას მოზამთრე კვერცხების ფაზაში;
• აქვს რეპელენტური და სტერილანტური თვისება;
• როგორც სხვა ზეთოვანი პრეპარატების შემთხვევაში, გამოიყენეთ დილით ადრე ან საღამოს, რათა თავიდან აიცილოთ ფოთლის დამწვრობა;
• გამოიყენება ფოთლების გამწმენდ საშუალებად დეკორატიულ მცენარეებში.
• სტერილანტი.
დოზირება და გამოყენების წესი
ზოგადი პროცენტული დოზირება
ღია გრუნტი: პროფილაქტიკა 0,25-0,5%; ინტენსიური გავრცელების შემთქვევაში 0,75-1%;
სათბურები: პროფილაქტიკა 0,5-0,75%; ინტენსიური გავრცელების შემთქვევაში 1%;
სანერგე მეურნეობები: 0,5-1%
საჰექტრო დოზირება კუტურიების მიხედვით
მარცვლოვნები (ხორბალი, ქერი, შვრია) – ხერხია, ცხვირგრძელა, ხვატარი, ჭიაწურბელა, თრიფსი, ბუგრი, პურის ხოჭო, კალია, ბაღლინჯო – 2-2.5 ლიტრი/ჰა;
სიმინდი – ღეროს ფარვანა, ხვატარი, ბაღლინჯო – 2-2.5 ლიტრი/ჰა;
ვაზი – კვირტის ჭია, ტკიპა, ცრუფარიანა, ყურძნის ჭია, მაისის და ივნისის ღრაჭები, ფოთლიხვევია, ბოსტრიხუსი, ბაღლინჯო – 2-3 ლიტრი/ჰა.
ციტრუსები – ვერცხლისფერი ტკიპა, შავი ფრთათეთრა, ციტრუსოვანთა ფრთათეთრა, ცრუფარიანა, ფარიანა, ბუგრი, ბაღლინჯო – 4-5.5 ლიტრი/ჰა.
კენკროვანი ხილი – ხერხია, ბუგრი, ჟოლოს კვირტის ჩრჩილი, ჟოლოს ცხვირგრძელა, აბლაბუდიანი ტკიპა, ჟოლოს ხოჭო, ჟოლოს ღეროს მეგალე, ბაღლინჯო – 1-2 ლიტრი/ჰა.
თესლოვანი ხეხილი (ვაშლი, კომში და ა.შ) – ფარიანა, ჩრჩილი, ნაყოფჭამია, ბუგრი, არაფარდი პარკიხვევია, კოკრიჭამია, ფოთლიხვევია, სფინქსი, მინაფრთიანა, თრიფსი, ოქროკუდა, ბაღლინჯო – 3-4 ლიტრი/ჰა.
კურკოვანი ხეხილი (გარგარი, ატამი, ქლიავი) – ნაყოფჭამია, ბუგრი, კოკრიჭამია, ფსილა, ტკიპა, ატმის ცრუფარიანა, ქლიავის ნაყოფჭამია, თრიფსები, ხერხია, ცხურფარიანა, ბაღლინჯო – 3-4 ლიტრი/ჰა.
პარკოსნები – ბუგრი, თრიფსი, ხვატარი, ცხვირგრძელა, ხერხია, ბაღლინჯო – 1.5-2 ლიტრი/ჰა;
ნუში – ცხვირგრძელა, ბუგრი, ქერქიჭამია, პეწიანა, მინაფრთიანა, ფარიანა, ბაღლინჯო – 3-4 ლიტრი/ჰა;
ლეღვი – ჩრჩილი, ტკიპა, ალურა, ფარიანა, ცრუფარიანა, ბაღლინჯო – 1-2 ლიტრი/ჰა.
ბროწეული – ბუგრი, ფარიანა, ოქროკუდა, ტკიპა, ბაღლინჯო – 1-1.5 ლიტრი/ჰა.
წიწაკა – ბუგრი,ტკიპა, ხვატარი, ფრთათეთრა, თრიფსი, ბაღლინჯო – 1 -1.5 ლიტრი/ჰა.
კომბოსტო – ხვატარი, თრიფსი, თეთრულა, ბუგრი, ჩრჩილი, ბაღლინჯო – 2-2.5 ლიტრი/ჰა.
სტაფილო – ხახვის ბუზი, ბუგრი, ხვატარი, ბაღლინჯო. ხარჯვის ნორმა – 1-1.5 ლიტრი/ჰა.
გოგროვნები – ბუგრი, ხვატარი, ნესვის ბუზი, ტკიპა, ბაღლინჯო – 1.5-2 ლიტრი/ჰა.
სატყეო და სასათბურე სანერგე მეურნეობები – ფრთათეთრა, ბუგრი, ბაღლინჯო, ტკიპა, თრიფსი, ხერხია, ხვატარი, ჰერმესები, ჩრჩილი – 3-4 ლიტრი/ჰა.
დეკორატიული მცენარეები – ბუგრი, თრიფსი, კოქციდები, ბაღლინჯო, ფრთათეთრა, ტკიპა – 1-2 ლიტრი/ჰა.
ნიმის ზეთი ასევე გამოიყენება ზოგიერთი სახეობების ნემატოდების წინააღმდეგ.
• ღია გრუნტი – 0.3 – 0.7 % სამუშაო ნაზავი;
• სასათბურე სანერგე მეურნეობები – 0.7 – 1 % სამუშაო ნაზავი;
ლოდინის პერიოდი 2 დღე.
გარდა ისექტიციდური თვისებისა ნიმის ზეთს გააჩნია ფუნგიციდური თვისებაც.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.