გამოიყენება ქერცლფრთიანთა რაზმის წარმომადგენელი მავნებლების წინააღმდეგ, I-II თაობის მატლზე, 7-10 დღის ინტერვალით.
მავნებლები: ამერიკული თეთრი პეპელა, ყურძნის ჭია, კვირტის ჭია, ვაშლის ჩრჩილი, ვაშლის ნაყოფჭამია, კუნელის თეთრულა, ფოთლიხვევიები, კარტოფილის ჩრჩილი, პამიდორის ჩრჩილი, კომბოსტოს ხვატარი, მზომელები, ფიჭვის – ხვატარი, მზომელა, აბრეშუმხვევია, არაფარდი პარკიხვევია, სიმნიდის ღეროს ფარვანა და ზაფხულ-შემოდგომის სხვა ქერცლფრთიანთა რაზმის მავნებლები.
მნიშვნელოვანია, პრეპარატი გამოიყენოთ მავნებლის განვითარების ახალგაზრდა ლარვას (მატლის) ფაზაში, როდესაც მავნებელი აქტიურად იკვებება.
დოზირება და გამოყენების წესი
სტანდარტული პროფილაქტიკური წამლობა: 2%-იანი სამუშაო ნაზავი (1 ლიტრი პრეპარატი – 50 ლიტრ წყალში).
მავნებლის განსაკუთრებულად ინტენსიური გავრცელების დროს: 3-4%-იანი სამუშაო ნაზავი (1.5-2 ლიტრი – 50 ლიტრ წყალში)
საჰექტრო ზოგადი ნორმა: 5-10 ლიტრი.
უსაფრთხოა ადამიანებისათვის, ძუძუმწოვრებისათვის, ფუტკრებისათვის, თევზებისათვის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.