ლაინკოილი არის მაღალი სიწმინდის პარაფინის მინერალური ზეთი, ძლიერი ინსექტიციდური და აკარიციდული ეფექტით. გააჩნია ფუნგიციდური თვისებებიც.
ზოგადი დოზირება
კვირტის გაშლამდე (ზამთარი, ადრე გაზაფხული) – 2%-იანი სამუშაო ნაზავი
ვეგეტაციის პერიოდში (ზაფხული, შემოდგომა) – 0,2-0,5%-იანი სამუშაო ნაზავი
თესლოვანი ხეხილი (ვაშლი, მსხალი, კომში, მუშმულა, ზღმარტლი): ცრუფარიანების, ტკიპების, ფარიანების, ბუგრების, ჩრჩილების მოზამთრე ფაზების, ფსილების წინააღმდეგ (Pseudococcidae, Quadraspidiotus perniciosus). დოზირება ჰექტარზე: 3,75-15 ლიტრი. სამუშაო ნაზავი: 500-1000 ლიტრი. გამოიყენეთ ყვავილობამდე (BBCH 60-მდე)
კურკოვანი ხეხილი (ატამი, ნექტარინი, გარგარი, ქლიავი, ალუჩა, ტყემალი, ბალი, ალუბალი): ცრუფარიანების, ტკიპების, ფარიანების, ბუგრების, ჩრჩილების მოზამთრე ფაზების, ფსილების წინააღმდეგ (Pseudococcidae, Quadraspidiotus perniciosus, Pseudaulacaspis pentagona). დოზირება ჰექტარზე: 3,75-15 ლიტრი. სამუშაო ნაზავი: 500-1000 ლიტრი. გამოიყენეთ კვირტის გაშლამდე (BBCH 53-მდე).
ციტრუსი (ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, ლაიმი და გრეიფრუტი): ცრუფარიანების, ფარიანების, ტკიპების წინააღმდეგ. (Panonychus citri, Eutetranychus banksi, Tetranychus urticae, Pseudococcidae, Aonidiella aurantii, Aspidiotus neriies.) დოზირება ჰექტარზე: 10-30 ლიტრი. სამუშაო ნაზავი: 1000-2000 ლიტრი. გამოიყენეთ ნაყოფის შეფერვის დაწყებამდე (BBCH 81-მდე).
კაკლოვნები (ნუში, თხილი, კაკალი, ფისტა): ცრუფარიანების, ფარიანების, ტკიპების წინააღმდეგ. (Pseudococcidae, Coccidae). დოზირება ჰექტარზე: 10-30 ლიტრი. სამუშაო ნაზავი: 1000-2000 ლიტრი. გამოიყენეთ ნაყოფის შეფერვის დაწყებამდე (BBCH 81-მდე).
ხურმა, კივი, სამეფო ხურმა (კარალიოკი): ცრუფარიანების, ფარიანების, ფრთათერას წინააღმდეგ (Pseudococcidae, Coccidae, Aleyrodidae) და კივი ფარიანების წინააღმდეგ Pseudococcidae, Coccidae). დოზირება ჰექტარზე: 3,75-15 ლიტრი. სამუშაო ნაზავი: 500-1000 ლიტრი. გამოიყენეთ კვირტის გაშლამდე (BBCH 53-მდე).
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.