გამოიყენება ყველა კულტურის ქვეშ, ნებისმიერი ტიპის ნიადაგში.
ბიომიქსი მრავალკომპონენტიანი სასუქია. მის შემადგენლობაშია: ჰუმატები, ამინო და ფულო მჟავეები, მიკრო და მაკრო ელემენტები, ვიტამინები;
აგრეთვემეგობარი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრი:
● აზოტოფიქსირებადი ბაქტერიები, რომლებიც ატმოსფეროში არსებულ აზოტს აფიქსირებენ და მცენარისთვის ასათვისებელ ფორმაში გადაჰყავთ
● ფოსფორმობილიზებადი ბაქტერიები
● ტრიქოდერმა სოკოები, რომლებიც მცენარეს ფესვთა სისტემის განვითარებაში ეხმარებიან და ამასთანავე ნიადაგის სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკაა
● ბიომიქსი შეიცავს მიკორიზული სოკოების კომპლექსს, რომლებიც სახლდებიან მცენარის ფესვებზე და განვითარებისას ფაქტიურად მცენარის ფესვის დანამატად გადაიქცევიან, რითიც ზრდიან და აძლიერებენ ფესვთა სისტემას, შესაბამისად მცენარეს.
კომპონენტების მატარებლად ბიომიქსში გამოყენებულია აგროპერლიტი. აგროპერლიტი არეგულირებს ნიადაგში ჰაერის და ტენის სწორ, დაბალანსებულ მოძრაობას, მასში აკუმულირდება საკვები ელემენტები და არის იდეალური თავშესაფარი მეგობარი მიკროორგანიზმებისთვის. თვითონ აგროპერლიტი ნიადაგში არ იშლება რამდენიმე წელიწადი და შესაბამისად, სასუქის მოქმედების ვადაც ხანგრძლივია.
ბიომიქსის გამოყენებით ჩვენ არა მხოლოდ საჭირო საკვები ელემენტებით უზრუნველვყოფთ მცენარეს, არამედ ვაჯანსაღებთ ნიადაგს. მეგობარი ბაქტერიების გამრავლების შედეგად იზღუდება მავნე ორგანიზმების არეალი, ბალანსდება ჰაერისა და ტენის მიმოქცევა – ანუ უმჯობესდება მიწის სტრუქტურა.
ბიომიქსის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სხვა სასუქებთან და ნაკელთან ერთად კომბინაციაში, რითაც მხოლოდ გავზრდით მათ ეფექტურობას.
თვისებებიდან, გამომდინარე, ბიომიქსი არის ერთადერთი სასუქი, რომლითაც შესაძლებელია არაკომპოსტირებული ნაკელის სრულიად ჩანაცვლება.
აღწერა
მიმოხილვა (0)
იყავით პირველი შემფასებელი: „ბიომიქსი (ფხვიერი სასუქი)“ კომენტარის გაუქმება
Shipping & Delivery
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.