სარაქტივ ელიამინ პლუსი (ქიტოზანის ჰიდროქლორიდი Chitosan Hydrochloride) არის ძირითადი ნივთიერება, შექმნილი ბუნებრივი პოლისაქარიდებისგან, გამოირჩევა ძლიერი ელისტორული აქტივობით. ქიტოზანი ბუნებრივი პოლიმერია, რომელიც ქიტინისგან მიიღება. ქიტინი თავის მხრივ მოლუსკების, კიბორჩხალების ნიჟარებში და სოკოების უჯრედის კედლებში გვხვდება. ქიტოზანის ჰიდროქლორიდი მცენარეებისთვის ეფექტური ბიოსტიმულატორი, იმუნომოსულატორი და ბუნებრივი დამცავი საშუალებაა. ის ხელს უწყობს მცენარეთა ზრდას, აძლიერებს იმუნიტეტს და ამცირებს დაავადებების რისკს. ქიტოზანი ხელს უწყობს მიკორიზის ზრდას, აუმჯობესებს რიზოსფეროს და მხარს უჭერს სხვა სასარგებლო მიკროორგანიზმების ზრდას ნიადაგში.
- ზრდის სტიმულატორი
- ხელს უწყობს უჯრედთა დაყოფასა და ზრდას, რაც აჩქარებს მცენარის განვითარებას.
- აუმჯობესებს ფესვთა სისტემის ზრდას და ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების ათვისებას.
- აძლიერებს მცენარის იმუნიტეტს
- ააქტიურებს მცენარის თავდაცვის მექანიზმებს, რაც ეხმარება ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ.
- ხელს უწყობს ფიტოალექსინების (ბუნებრივი ანტიმიკრობული ნივთიერებები) გამომუშავებას.
- სტრესის მიმართ გამძლეობის გაზრდა
- მცენარეს ეხმარება გვალვის, სიცივისა და სხვა არასასურველი გარემო პირობების გადატანაში.
- ამცირებს ჰერბიციდების, პესტიციდების და სხვა ქიმიური პრეპარატების ტოქსიკურ ზემოქმედებას.
- ნაყოფიერების და მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება
- ზრდის ყვავილობის ინტენსივობას და მცენარის პროდუქტიულობას.
- აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს, ახანგრძლივებს შენახვის ვადას და ამცირებს ლპობის რისკს.
- გააჩნია ბიოპესტიციდური მოქმედებაც
დოზირება და გამოყენების წესი
ზოგადი პროცენტული დოზირება:
ნიადაგიში შეტანა: 0,25-0,4%-იანი სამუშაო ნაზავი ან 5 ლიტრი ერთ ჰექტარზე წვეთოვანი სარწყავი სისტემით;
ფოთლოვანი შესხურება: 0,5-1%-იანი სამუშაო ნაზავი 10-14 დღეში ერთხელ .
გამოყენებამდე ჩაატარეთ თავსებადობის ტესტი
დამატებითი სქემები
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.