მარწყვი, მცენარეთა დაცვის სქემები

მარწყვი

       მარწყვის  მავნე ორგანიზმებისაგან ბიოლოგიური დაცვის

    ფენოკალენდარული სქემა.

      მარწყვის პლანტაციაში გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს ფიტო-სანიტარული მონიტორინგი არსებული მდგომარეობის დაზუსტების მიზნით, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს გამხმარი მცენარეებისა და ფოთლების ფართობიდან გატანა.

  ნიადაგის განოყიერება dargvisasორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი 5-7 ტომარა ერთ ჰექტარზე, ნიადაგის  კვლევიდან გამომდინარე.  უნჯობესია რიგთშორისებში შეტანა გვინ შემოდგომით ან გაზაფხულზე, ნიადაგში ჩაკეთებით.

  პირველი წამლობა ტარდება ვეგეტაციის დასაწყისში დაავადებების (ფომოფსისი, ფიტოფტორა, ლაქიანობები), მავნებლების (ბუგრები, ხერხი, ფოთლიჭამიები)  0,3%-ანი რამე-50 + ლეპიდინი – 3 ლიტრი+ ნიმის ზეთი – 0,5 ლიტრი სამუშაო ნაზავით.

   მეორე წამლობა ტარდება ყვავილობის წინ (საყვავილე ყლორტების გამოჩენა), დაავადებების (ფომოფსისი, ფიტოფტორა, ლაქიანობები) და მავნებლების (ტკიპები, ბუგრები) 0,2%-ანი რამე-30 +  აგროკატენა – 5ლიტრი+ ტურინგენი – 3 ლიტრი + ნიმის ზეთი 0,5ლიტრი.

   მესამე წამლობა ტარდება  ყვავილების დასაწყისი, დაავადებების (ფომოფსისი, ფიტოფტორა, ლაქიანობები)  და მავნებლების (ბუგრები,  ტკიპები, ფიტლიჭამიები და სხვა) აგროკატენა- 5ლიტრი + ლეპიდინი- 3 ლიტრი, ფოთლოვანი გამოკვების მიზნით აღნიშნულ კომბინირებულ ნაზავს დაემატება  5 ლიტრი თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა და მიკროელემტების კომპლექსი ნაუტა  1 კგ-ჰა/ზე.

   მეოთხე წამლობა ტარდება სიმწიფეში შესვლის პერიოდში, დაავადებების (ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი) და მავნებლების (ბუგრები, ტკიპები) 0,2%-ანი რამე-30 + აგროკატენა –3 ლიტრი + ტურინგენი – 5 ლიტრი.

    შენიშვნა:  მიზანშეწონილიასამუშაო ნაზავებს დაემატოს0,1 %-იანი ბიომიმწებებელი  ადიუგრეინი, ყოველი წამლობის წინ საჭიროა ჩატარდეს ფართობის ფიტო-სანიტარული მონიტორინგი. წამლობათა შორის შუალედი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. წამლობები უნდა ჩატარდეს დილის (ნამის შეშრობის შწემდეგ) ან საღამოს საათებში, სასურველია მთვარის   კალენდრის მიხედვით.