მარწყვის მავნე ორგანიზმებისაგან ბიოლოგიური დაცვის
ფენოკალენდარული სქემა.
მარწყვის პლანტაციაში გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს ფიტო-სანიტარული მონიტორინგი არსებული მდგომარეობის დაზუსტების მიზნით, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს გამხმარი მცენარეებისა და ფოთლების ფართობიდან გატანა.
ნიადაგის განოყიერება dargvisas: ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი – 5-7 ტომარა ერთ ჰექტარზე, ნიადაგის კვლევიდან გამომდინარე. უნჯობესია რიგთშორისებში შეტანა გვინ შემოდგომით ან გაზაფხულზე, ნიადაგში ჩაკეთებით.
პირველი წამლობა ტარდება ვეგეტაციის დასაწყისში დაავადებების (ფომოფსისი, ფიტოფტორა, ლაქიანობები), მავნებლების (ბუგრები, ხერხი, ფოთლიჭამიები) 0,3%-ანი რამე-50 + ლეპიდინი – 3 ლიტრი+ ნიმის ზეთი – 0,5 ლიტრი სამუშაო ნაზავით.
მეორე წამლობა ტარდება ყვავილობის წინ (საყვავილე ყლორტების გამოჩენა), დაავადებების (ფომოფსისი, ფიტოფტორა, ლაქიანობები) და მავნებლების (ტკიპები, ბუგრები) 0,2%-ანი რამე-30 + აგროკატენა – 5ლიტრი+ ტურინგენი – 3 ლიტრი + ნიმის ზეთი 0,5ლიტრი.
მესამე წამლობა ტარდება ყვავილების დასაწყისი, დაავადებების (ფომოფსისი, ფიტოფტორა, ლაქიანობები) და მავნებლების (ბუგრები, ტკიპები, ფიტლიჭამიები და სხვა) აგროკატენა- 5ლიტრი + ლეპიდინი- 3 ლიტრი, ფოთლოვანი გამოკვების მიზნით აღნიშნულ კომბინირებულ ნაზავს დაემატება 5 ლიტრი თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა და მიკროელემტების კომპლექსი ნაუტა 1 კგ-ჰა/ზე.
მეოთხე წამლობა ტარდება სიმწიფეში შესვლის პერიოდში, დაავადებების (ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი) და მავნებლების (ბუგრები, ტკიპები) 0,2%-ანი რამე-30 + აგროკატენა –3 ლიტრი + ტურინგენი – 5 ლიტრი.
შენიშვნა: მიზანშეწონილიასამუშაო ნაზავებს დაემატოს0,1 %-იანი ბიომიმწებებელი ადიუგრეინი, ყოველი წამლობის წინ საჭიროა ჩატარდეს ფართობის ფიტო-სანიტარული მონიტორინგი. წამლობათა შორის შუალედი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. წამლობები უნდა ჩატარდეს დილის (ნამის შეშრობის შწემდეგ) ან საღამოს საათებში, სასურველია მთვარის კალენდრის მიხედვით.