ვაზი, მცენარეთა დაცვის სქემები

ვაზი

ვაზის მავნე ორგანიზმებისაგან ბიოლოგიური დაცვის ფენოკალენდარული სქემა

ნიადაგის განოყიერება
ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი 5-10 ტომარა (65-130კგ.) ერთ ჰექტარზე, ნიადაგის  კვლევიდან გამომდინარე.  უნჯობესია ნიადაგში შეტანა შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე.

I წამლობა
კვირტის ჭიისა (ბუკნა) და ტკიპების წინააღმდეგ
ფენოფაზა – კვირტების დაბერვიდან გაშლამდე, მარტის ბოლო – აპრილის I დეკადა. 
ლეპიდინი (3ლიტრი) + ტურინგენი (3 ლიტრი)+ნიმის ზეთი (0,5%) – 0,4 ლიტრი.

II  წამლობა
ჭრაქის წინააღმდეგ.
ფენოფაზა – პირველი ორი ფოთოლი ნორმალური სიდიდის 2/3-ია, მაისის I – II დეკადა.
სპილენძის შემცველი  პრეპარატი რამე 30 – 0,3 %-იანი   1 კგ/ჰა-ზე.

III  წამლობა – II წამლობიდან  7-10 დღის შემდეგ
ჭრაქის, ტკიპების და ყურძნის ჭიის I თაობის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – ყვავილედებზე კოკრების განცალკევება – ბუტონიზაცია, მაისის II- III დეკადა.
ლეპიდინი (3 ლიტრი) + კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი პრეპარატი  რამე 30 0,3% იანი,  2 კგ/ჰა-ზე +ნიმის ზეთი (0,5%)-0,5 ლიტრი + ნაუტა (ამინომჟავეების   კომპლექსი) 0,1% -იანი- 0,5 კგ/ჰა-ზე.

IV წამლობა – III წამლობიდან  7-10 დღის შემდეგ.

ჭრაქის, ნაცრის, ანთრაქნოზის და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.  
ფენოფაზა – ყვავილობა. მაისის ბოლო, ივნისის I დეკადა.
აგროკატენა (8 -10 ლიტრი) +ლეპიდინი  (5 ლიტრი ).

V  წამლობა – IV წამლობიდან  7-10 დღის შემდეგ
ჭრაქის, ნაცრის ანთრაქნოზის და ყურძნის ჭიის  II თაობის მატლების წინააღმდეგ. 
ფენოფაზა – გამოხორბვლა. ივნისის III დეკადა.
ორგანიკა (3 ლიტრი ) + ლეპიდინი (5 ლიტრი) + კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი პრეპარატი რამე 30 0.3%-იანი 3,8 კგ, ან  რამე 50 0,15%-იანი 2 კგ,+ გოგირდის შემცველი პრეპარატი (0.4-0.5%) – 3კგ. + ნაუტა ამინომჟავეების კომპლექსი) 0,1%–იანი- 0,5 კგ/ჰა-ზე.

VI წამლობა  –V წამლობიდან  7-10 დღის შემდეგ. –
ჭრაქის,ნაცრის და ცრუფარიანების მოხეტიალე მატლების წინააღმდეგ (არსებობის შემთხვევაში კერობრივად)
ფენოფაზა – ისვრიმობა. ივლისის  I-II დეკადა .
აგროკატენა 15 ლიტრი +ნიმის ზეთი (0,5%) 2 ლიტრი,  + გოგირდის შემცველი პრეპარატი 0.5% – 5კგ.

VII წამლობა  – VI წამლობიდან  7-10 დღის შემდეგ
ჭრაქის, ნაცრის, და ყურძნის ჭიის III თაობის მატლების წინააღმდეგ
ფენოფაზა – მარცვლების დამსხვილება. ივლისის II-III დეკადა.

ფოტასიორუთი 0,2 %-იანი, 1 ლიტრი/ჰა-ზე+ლეპიდინი (5 ლიტრი) + სპილენძის შემცველი პრეპარატი  რამე 30    0.3 %-იანი4 კგ,  ანრამე 50 0,15-%-იანი 2 კგ/ჰა-ზე + გოგირდის შემცველი პრეპარატი (0.4-0.5%) – 5 კგ.

VIII წამლობა  – VII წამლობიდან  7-10 დღის შემდეგ
ჭრაქის, ნაცრის, და ყურძნის ჭიის მატლებისა და სიდამპლეების წინააღმდეგ 
ფენოფაზა – შეთვალების დასაწყისი, ივლისის ბოლო აგვისტოს I დეკადა.  
აგროკატენა (6 ლიტრი) + ბიოკატენა (10 ლიტრი) +ლეპიდინი (5 ლიტრი)

IX წამლობა  – VII წამლობიდან  7-10 დღის შემდეგ.
ნაცრის,  სიდამპლეების და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ
ფენოფაზა – სიმწიფეში შესვლა. აგვისტოს II დეკადა. 
ბიოკატენა (6 ლიტრი) + ლეპიდინი (4 ლიტრი)+სპილენძის შემცველი პრეპარატი რამე 50 0,15% -იანი – 1,5კგ.

  • წამლობებს შორის პერიოდი მოცემულია ვაზის განვითარების ფენოფაზების მიხედვით, თუმცა, რეგიონისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მათ შორის ინტერვალი შიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს.
  • წამლობა უნდა ჩატარდეს დილით ნამის შეშრობის შემდეგ, ან  დღის მეორე ნახევარში მზის გადასვლის შემდეგ.  
  • მცენარეზე პრეპარატების თანაბრად გადანაწილებისა და ხანგრძლივად შენარჩუნებისათვის, სასურველია ბიო მიმწებებელის 0,1 -იანი ადიუგრეინის გამოყენება
  • მნიშვნელოვანია მომავალი წლისათვის  საინფექციო საწყისის შესამცირებლად ნოემბრის თვეში ფართობის დამუშავდეს  ბიოპრეპარატ  ბიოკატენა 3 %-იანი ნაზავით, საჰექტრო ნორმა 7-9 ლიტრი.
  • შეგიძლიათ სქემაში   გამოიყენოთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი დასახელების გოგირდის შემცველი პრეპარატი.

     ლითონური სპილენძის რაოდენობა 1 ჰა-ზე  დასაშვებია არაუმეტეს 4კგ-ისა.

მცენარეთა ფოთლოვანი გამოკვების მიზნით ასვე შეიძლება    გამოვიყენოთ ულტრაკელი (მიკროელემენტების   კომპლექსი).

One thought on "ვაზი"

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *