Home / მაღაზია / უპროცენტო განვადება – მცენარეთა დაცვის და გამოკვების ორგანულ საშუალებებზე

უპროცენტო განვადება – მცენარეთა დაცვის და გამოკვების ორგანულ საშუალებებზე

კომპანია „ბიოაგრო“ გთვაზობთ უპროცენტო განვადებას – მცენარეთა დაცვის და გამოკვების ორგანულ საშუალებებზე.

  • ორგანიკა

თხევადი ორგანული სასუქი “ორგანიკა” არის ქართული წარმოების ერთადერთი სასუქი, რომელსაც მოპოვებული აქვს ორგანული სერტიფიკატი და ოფიციალურად დაშვებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად, როგორც საქართველოში ასევე ევროკავშირში.

თხევადი ორგანული სასუქი ”ორგანიკა” დამზადებულია მცენარეული ნარჩენებისგან და გამოიყენება, ფესვით და ფესვგარეშე კვებისთვის, ყველა სახის მცენარისთვის – ბოსტნეული, ბაღჩეული, მარცვლეული (ხორბალი, ქერი, სიმინდი და ა.შ.), ყვავილები, გაზონის ბალახი და სხვ.;

ბიოლოგიური ინსექტიციდები

  • ნემატოფაგი

მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად.

გამოიყენება ნიადაგის ნემატოდების წინააღმდეგ, ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურისთვის, ნიადაგის დასამუშავებლად.

  • ბოვერინი

მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად.

ბიოლოგიური პრეპარატი, მავნებელი მწერების წინააღმდეგ, გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურისთვის, ნიადაგის დასამუშავებლად.

  • ტურინგენი

მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად.

ლავრაციდული მოქმედების ბიოლოგიური პრეპარატი, მავნებელ ხეშეშფრთიანთა რაზმის მწერების, ბუგრებისა და ტკიპების წინააღმდეგ.

გამოყენება: თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული, ბაღჩეული, კენკროვნები, მარცვლოვნები, მწვანილები, ტექნიკური კულტურები, ტყისა და ქალაქის მწვანე ნარგაობა და სხვ.

  • ლეპიდინი

მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად.

გამოყენება: ამერიკული თეთრი პეპელა, ყურძნის ჭია, ვაშლის და ხეხილის ჩრჩილი,  კუნელის თეთრულა,  ფოთოლხვევიები; აბრეშუმხვევიები; ვაშლის ნაყოფქამია; ხურტკემლის ალურა; მოცხარის ფოთოლხვევია, მდელოს ფარვანა და სხვა.

ბიოლოგიური ფუნგიციდები

  • ფიტოკატენა

ფუნგიციდურ-ინსექტიციდური მოქმედების მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოსაყვანად.

გამოყენება: ჭრაქი, ნაცარი, ოიდიუმი, ფესვის სიდამპლეები, ნაყოფის სიდამპლეები, ქეცი, ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპოროზი, ფიტო ფტოროზი, მაკროსპოროზი, რიზოქტოროზი, ფუზარიოზი, ვერტიცილიოზი, პითიოზი, ალტერნარიოზი, პერენოსპოროზი, შავფეხა,  ბაქტერიოზები და სხვ.

  • ბიოკატენა

ფუნგიციდური მოქმედების ნიადაგის და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოსაყვანად.

გამოყენება: ფესვის სიდამპლეები, ნაყოფის სიდამპლეები, ქეცი, ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპოროზი, ფიტო ფტოროზი, მაკროსპოროზი, რიზოქტოროზი, ფუზარიოზი, ვერტიცილიოზი, პითიოზი, ალტერნარიოზი, პერენოსპოროზი, შავფეხა,  ბაქტერიული კიბო, ბაქტერიული დაწვა და სხვ.

  • აგროკატენა

ფუნგიციდური მოქმედების ნიადაგის და მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად.

კულტურები: თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული და ბაღჩეული, კენკროვნები, მარცლოვნები, მწვანილები, ძირხვენი და ტექნიკური კულტურები და სხვ.

ბიოლოგიური ინსექტიციდების და ფუნგიციდების ღირებულება 6 ლარი – 1 ლიტრი
თხევადი ორგანული სასუქის “ორგანიკა” ღირებულება 6 ლარი – 1 ლიტრი

პრეპარატების სრული აღწერა – გადადით ლინკებზე:

ბიოლოგიური ინსექტიციდები  http://bioagro.ge/category/biologiuri-inseqticidebi
ბიოლოგიური ფუნგიციდები  http://bioagro.ge/category/biologiuri-fungicidebi

About DG

Check Also

მიიღეთ ბიოაგროს პროდუქცია ფოსტით

მიიღეთ ჩვენი პროდუქცია საქართველოს ფოსტის მეშვეობით სახლში ან  საქართველოს ფოსტის უახლოეს ფილიალში. ამისთვის საჭიროა:  დაგვიკავშირდეთ შემდეგ …

3 კომენტარები

  1. ganvadebis gaketeba minda am biologiur preparatebze, magram jer ara zvelit axali wlis mere mainteresebs ganvadebis pirobebi, me vcxovrob axmetashi da tu ganvadeba gavakete vin momawvdis bio sasuqebs.

  2. გელა

    როგორ შეიძლება,თქვენ პროდუქციაზე განვადების აკეთება?

  3. გამარჯობა,
    განვადების გაკეთება არის ძალიან მარტივი.
    მობრძანდებით ჩვენთან, გაგიწევთ კონსულტაციას, ჩამოვყალიბდებით პრეპარატებისა და სასუქის რაოდენობაზე, გამოგიწერთ ინვოისსა და მიმართვას ბანკ კრედოში, მათი ოფიცერი ჩვენი ოფისიდან არის 500 მეტრში – ისთ პოინთის ტერიტორიაზე.
    ბანკთან ჩვენ გვაქვს დადებული ხელშეკრულება რომ თქვენ არ უნდა გაგიძვირდეთ პროდუქცია, ანუ რაც ღირს გადაიხდით იმ თანხას.
    მომავლისთვის იგეგმება დისტანციური მომსახურება და ფოსტით პროდუქციის მიწოდების სერვისიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *