პამიდორი

სქემა ბიომეურნეობებისათვის

ნიადაგის განოყიერება
ზოგადად მთელ ფართობზე: ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი – 6-10 ტომარა ერთ ჰექტარზე
ან
გადარგვისას თითოეულ ჩითილს ჩაუყარეთ მიწაში არეული სასუქი ბიომიქსი 50 მლ.ლიტრი.
აგრეთვე სასურველია: 
ა) თუ ჩითილი არ არის გამოყვანილი საჩითილე ქოთანში, ფესვები ამოევლოს შემდეგ სამუშაო ნაზავში – ორგანიკა 2% + ბიოკატენა 2% + მიკორიზა 1% + ბიოლოგიური მიმწებებელი ინსტრუქციის მიხედვით
ბ) საჩითლე ქოთნებში გამოყვანილ თითოეულ ჩითილს, გადარგვამდე ან გადარგვისას დაუსხით 100 მლ. ლიტრი იგივე სამუშაო ნაზავი. 

I წამლობა
ფიტოფტოროზისა და ფესვის სიდამპლეის წინააღმდეგ
ფენოფაზა – 2-4 ნამდვილი ფოთლის ფაზა
აგროკატენა (2%) + ბიოკატენა (2%) + ბიომიმწებებელი 

II წამლობა
ალტერნარიოზის, სეპტორიოზის, ფომოფსისის და ფესვთა სიდამპლის წინააღმდეგ
ფენოფაზა – 8-12 ფოთლის ფაზა (გადარგვიდან 10-15 დღეში) 
აგროკატენა (2%) + ბიოკატენა (2%) + ბიომიმწებებელი
ამავე პერიოდში უნდა ჩატარდეს ფესვური გამოკვება
ორგანიკა 2%-იანი სამუშაო ნაზავი (წვეთოვანი მორწყვით  ან ხელით დასხმა)

III წამლობა
ალტერნარიოზის, სეპტორიოზის, ფომოფსისის და ფესვთა სიდამპლის წინააღმდეგ
ფენოფაზა – ყვავილობის დაწყების წინ 
აგროკატენა (2%) + ბიოკატენა (2%) + ორგანიკა (1%) + ბიომიმწებებელი

IV წამლობა
ალტერნარიოზის, სეპტორიოზის, ფომოფსისის, ფესვთა სიდამპლის და ბუგრების წინააღმდეგ
ფენოფაზა – ნაყოფების გამონასკვა 
აგროკატენა (1%) + ლეპიდინი (2%) + სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%) + ბიომიმწებებელი

V წამლობა
დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ
IV წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ
აგროკატენა (1%) + ლეპიდინი (2%) + სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%) +ორგანიკა (1%) + ბიომიმწებებელი

VI წამლობა
დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ
V
წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ

აგროკატენა (1%) + ლეპიდინი (2%) + სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%) +ორგანიკა (1%) + ბიომიმწებებელი

VII წამლობა
ფიტოფტოროზის, სეპტორიოზის, ალტერნარიოზის, ფომოფსისის, სიდამპლეების, ბაქტერიოზის, ბუგრების, ფრთათეთრას, კოლოფის ჭიის და პომიდორის ჩრჩილის წინააღმდეგ
ფენოფაზა –
ნაყოფების სიმწიფეში შესვლა
აგროკატენა (2%) + ფიტოკატენა (2%) + ლეპიდინი (2%) + სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%) + ორგანიკა (1%) + ბიომიმწებებელი

VIII წამლობა
ფიტოფტოროზის, ალტერნარიოზის, სეპტორიოზის, სიდამპლეების, კოლოოფის ჭიისა, ბუგრების, ფრთათეთრას და პამიდორის ჩრჩილის წინააღმდეგ
ფენოფაზა – ნაყოფების სიმწიფე
აგროკატენა (2%) + ფიტოკატენა (2%) + ლეპიდინი (2%) + სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%) + ორგანიკა (1%) + ბიომიმწებებელი

შენიშვნა
* ყოველი წამლობის წინ საჭიროა ჩატარდეს ფართობის ფიტოსანიტარული მონიტორინგი. წამლობათა შორის შუალედი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. წამლობები უნდა ჩატარდეს დილით ნამის შეშრობის შემდეგ ან მზის გადასვლის შემდეგ, სასურველია მთვარის   კალენდრის მიხედვით.

** ვირუსული დაავადებების სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია დაავადებული მცენარეების ფარტობიდან გამოტანა და განადგურება.
*** ფრთათეთრასა და კოლოფის ჭიის იმაგოების წინააღმდეგ სათბურებში სასურველია განთავსდეს ყვითელი ფერის წებოვანი ფირი, ხოლო ტუტა აბსოლუტას წინააღმდეგ ლურჯი წებოვანი ფირი. ტუტა აბსოლუტას წინააღმდეგ აგრეთვე სასურველია ფერომონული ხაფანგების გამოყენება.
**** წამლობების დროს, პრეპარატების ფოთოლზე უკეთ გადანაწილებისა და შენარჩუნებისთვის სასურველია ბიომიმწებებელის გამოყენება.

About DG

Check Also

ხორბალი

მოყვანის ტექნოლოგია