მარწყვი

სქემა ორგანული მეურნეობებისათვის

ნერგის  მომზადება: ფესვები ჩაალბეთ  სასუქის (ორგანიკა) 2%-იანი + ბიოკატენა 2%-იანი სამუშაო კომბინირებული ნაზავში 12 საათის განმავლობაში.

ნიადაგის მომზადება: ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე უნდა შევიტანოთ 30 ლიტრი სასუქი “ორგანიკა” + 3 ლიტრი ბიოკატენა რომელიც უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში.

I წამლობა: ყვავილობის დაწყებამდე, მცენარეს უნდა მოშორდეს დაავადებული და დაზიანებული ფოთლები, ხოლო შემდეგ ჩატარდეს წამლობა დაავადებების (ლაქიანობები, ფესვის სიდამპლეები) წინააღმდეგ, ფიტოკატენა +ბიოკატენა (თითოეული პრეპარატის ხარჯვის ნორმა 3 ლიტრი ჰექტარზე) + ორგანიკა (ხარჯვის ნორმა 5 ლიტრი ჰექტარზე).

II წამლობა: ყვავილობის დამთავრების შემდეგ, დაავადებების (ლაქიანობები, ფესვის სიდამპლეები) და მავნებლების (მარწყვის ცხვირგრძელა, ბუგრები) წინააღმდეგ, ფიტოკატენა +ბიოკატენა + ლეპიდინი (თითოეული პრეპარატის ხარჯვის ნორმა 5 ლიტრი ჰექტარზე) + ორგანიკა (ხარჯვის ნორმა 3 ლიტრი ჰექტარზე).

III წამლობა: II წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ, იგივე კომბინირებული ნაზავით.

მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 50-80 მლ. მიმწებებელი მულტიმასტერი

About DG

Check Also

ნიორი

სქემა ბიოლოგიური მეურნეობისთვის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *