კარტოფილი

კარტოფილის მოყვანის ტექნოლოგია

კარტოფილის მოსაყვანად  აღმოსავლეთ საქართველოს ნაკლებტენიან რაიონებში შემოდგომით, ხოლო ჭარბტენიან ზონაში ადრე გაზაფხულზე უნდა დამუშავდეს ნიადაგი შესაბამისად შერჩეული მეთოდით.

კარტოფილის რგვა უკვე შეიძლება როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა მიაღწევს 10-12 გრადუსს . სასურველია სათესლედ  შეირჩეს სტანდარტული თესლი (ტუბერის წონა 40-50 გრამი). ერთ ჰექტარზე ირგვება 3 ტონა, 10-12 სმ სიღრმეზე.

ტუბერების დამუშავევბა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ უნდა მოხდეს დარგვამდე ერთი დღით ადრე ორგანიკა  +  ბიოკატენა + ლეპიდინი  2%-იანი სამუშაო ნაზავით. ერთ ტონა თესლის დასამუშავებელად საკმარისია  10-15 ლიტრი სამუშაო ნაზავი. დამუშავებული სარგავი მასალა უნდა შეშრეს ჩრდილში ან საწყობის პირობებში.

ნიადაგის ნაყოფიერებიდან გამომდინარე, მცენარის აღმოცენებამდე , ყოველ ერთ ჰექტარზე უნდა შევიტანოთ 50-დან 100 ლიტრამდე ორგანიკა (მოსხურების წესით).
თუ მეურნეობა არაა ბიოლოგიური იმ შემთხვევაში ფერმერს სასუქი შეაქვს ჰერბიციდთან ერთად.

I ფოთლოვანი კვება, დაავადებებისა და მავნებლების პრევენცია – როდესაც მცენარე მიაღწევს 12-15 სანტიმეტრს.  ერთ ჰექტარზე 5 ლიტრი ორგანიკა +   3 ლიტრი ლეპიდინი + 3 ლიტრი ფიტოკატენა

II ფოთლოვანი კვება, დაავადებებისა და მავნებლების პრევენცია – ყვავილობის დასაწყისში.  ერთ ჰექტარზე 10 ლიტრი ორგანიკა +   5 ლიტრი ლეპიდინი + 5 ლიტრი ფიტოკატენა

10-14 დღის შემდეგ მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ უნდა განმეორდეს წამლობა 5 ლიტრი ლეპიდინი + 5 ლიტრი ფიტოკატენა.

ხშირი წვიმების შემთხვევაში პრეპარატებთან ერთად დამატებით უნდა გამოვიყენოთ ბოსდოს ნარევის 1%-იანი ნაზავი.

მნიშვნელოვანია!
მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 50-80 მლ. მიმწებებელი მულტიმასტერი

გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებები: თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა, ფიტოკატენა, ლეპიდინი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *