ლეპიდინი

დანიშნულება
ლავრაციდული მოქმედების ბიოლოგიური პრეპარატი, მავნებელ ქეცფრთიანთა რაზმის მწერების წინააღმდეგ.
მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად.
შემადგენლობა
 BACILLUS TURINGIENSIS var. KURSTAKI
გამოყენება
მავნებლები: ამერიკული თეთრი პეპელა, ყურძნის ჭია, ვაშლის და ხეხილის ჩრჩილი,  კუნელის თეთრულა,  ფოთოლხვევიები; აბრეშუმხვევიები; ვაშლის ნაყოფქამია; ხურტკემლის ალურა; მოცხარის ფოთოლხვევია, მდელოს ფარვანა, კარტოფილის ჩრჩილი, პომიდორის ჩრჩილი, კომბოსტოს ხვატარი; კომბოსტოსა და სათბურის ფრთათეთრა, თალგამის თეთრულა; კომბოსტოს ჩრჩილი; ალურები; ბამბის ხვატარი, მარცვლეულის ხვატარი, იონჯას ხვატარი, მზომელები, ფოთოლხვევიები, ოქროკუდა, მწვანე ფოთოლხვევია, არაფარდი პარკხვევია, ფიჭვის აბრეშუმხვევია, ფიჭვის ხვატარი, ფიჭვის მზომელა, აგრეთვე ზაფხულ-შემოდგომის სხვა ქეცფრთიანი მავნებლები.
კულტურები
თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული, ბაღჩეული, კენკროვნები, მარცვლოვნები, მწვანილები, ტექნიკური კულტურები, ტყისა და ქალაქის მწვანე ნარგაობა და სხვ.
დოზირება
ხეხილი: 5-8 ლიტრი 1 ჰექტარ ფართობზე.
მარცვლოვნები: 3-5 ლიტრი 1 ჰექტარ ფართობზე.
კენკროვნები, ბოსტნეული, ბაღჩეული, მწვანილები და სხვა: 
     ღია გრუნტი: 5-6 ლიტრი 1 ჰექტარ ფართობზე.
     სათბურები: 2-3 ლიტრი 1000 მფართობზე
უსაფრთხოება
არ არის ფიტოტოქსიკური.
უსაფრთხოა ადამიანისთვის, ცხოველებისთვის, ფრინველებისთვის, ფუტკრებისთვის და სხვა სასარგებლო მწერებისთვის, გარემოსთვის.
შენახვის ვადა და პირობები
შეინახეთ t +4…+10oC გრილ და ბნელ ადგილას.
შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში ვარგისია დამზადებიდა 6 თვის განმავლობაში

About admin

Check Also

ნემატოფაგი

დანიშნულება ბიოლოგიური პრეპარატი ნემატოდების წინააღმდეგ. მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად. შემადგენლობა Arthrobotrys …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *