ვაზი

ვაზის წამლობათა სქემა ბიომეურნეობაში  - 1 ჰექტარი ფართობისთვის

I  წამლობა

ტარდება კვირტების დაბერვისა და გაშლის ფაზაში 

სავარაუდოდ მარტის ბოლო -  აპრილის I დეკადა

კვირტის ჭიისა (ბუკნა) და ტკიპების წინააღმდეგ

ტურინგენი 3-4 ლიტრი + ლეპიდინი 3-4  ლიტრი/ჰა-ზე

ნიადაგის განოყიერების მიზნით "ორგანიკა" - 40-60 ლიტრი  

(ნიადაგზე მოსხურებით მთელ ფართობზე ცალკე გახსნილი 400-500 ლიტრ წყალში)

I I   წამლობა

ტარდება პირველი ორი ფოთოლის ნორმალური სიდიდის 2/3 –მდე მიღწევის დროს

სავარაუდოდ მაისის  I-II დეკადა 

ჭრაქის წინააღმდეგ

1 %-იანი ბორდოს ნარევის ან სხვა კონტაქტური მოქმედების

სპილენძის შემცველი პრეპარატებით, შესაბამისი დოზით

I I I   წამლობა

ტარდება ყვავილედებზე კოკრების განცალკევების ფაზაში (ბუტონიზაცია)

სავარაუდოდ მაისის II-III დეკადა, მეორე წამლობიდან 7-10 დღეში

ჭრაქის, ნაცრის, ტკიპების და ყურძნის ჭიის I თაობის მატლების წინააღმდეგ

1 %-იანი ბორდოს ნარევი ან სხვა კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი პრეპარატით

+ 0.5 %-იანი თიოვიტ-ჯეტა (გოგირდი) + 3 ლიტრი ტურინგენი + 3 ლიტრი ლეპიდინი 

I V   წამლობა

ტარდება ყვავილობის ფაზაში

სავარაუდოდ ივნისის I დეკადა, მესამე წამლობიდან 7-9 დღეში


ჭრაქის, ნაცრის და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ

ფიტოკატენა 8-10 ლიტრი+ ლეპიდინი 5 ლიტრი ჰექტარზე

V   წამლობა

ტარდება გამოხორბვლის ფაზაში

სავარაუდოდ ივნისის II-III დეკადა მეოთხე წამლობიდან 7-9 დღეში,

ჭრაქის, ნაცრისა და ყურძნის ჭიის II თაობის მატლების წინააღმდეგ

1%- იანი ბორდოს ნარევის ან სხვა კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი პრეპარატით

+ 0.5 -0.7%- იანი თიოვიტ -ჯეტა (გოგირდი) + ორგანიკა - 0.5%-იანი + ლეპიდინი 5 ლიტრი 

V I  წამლობა  

ტარდება ისვრიმობის ფაზაში

სავარაუდოდ ივლისის I-II დეკადა, მეხუთე წამლობიდან  7-9 დღეში

ჭრაქის,ნაცრის და ცრუფარიანების მოხეტიალე მატლების წინააღმდეგ

0.5 -0.7%-იანი თიოვიტ-ჯეტა(გოგირდი)

+  ფიტოკატენა 8 ლიტრი + აგროკატენა 10 ლიტრი + ტურინგენი 6 ლიტრი

V I I   წამლობა

ტარდება მარცვლების დამსხვილების ფაზაში

სავარაუდოდ ივლისის II-III დეკადა, მეექვსე წამლობიდან 7-10 დღეში,

ჭრაქის,ნაცრის, და ყურძნის ჭიის III თაობის მატლების წინააღმდეგ, 

რომელიმე კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი პრეპარატით

+ 0.5-0.7% თიოვიტ-ჯეტა (გოგირდი) + ლეპიდინი 5ლიტრი

V I I I   წამლობა

ტარდება შეთვალების დასაწყისში

სავარაუდოდ ივლისის ბოლო აგვისტოს I დეკადა, წინა წამლობიდან 7-10 დღეში

ჭრაქის,ნაცრის, და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ 

ფიტოკატენა 6 ლიტრი + ბიოკატენა 10 ლიტრი + ლეპიდინი 5 ლიტრი ჰექტარზე

I X  წამლობა

ტარდება სიმწიფეში შესვლის ფაზაში

სავარაუდოდ აგვისტოს II დეკადა, წინა წამლობიდან 7-10 დღეში

ნაცრის, სიდამპლეების და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ 

ფიტოკატენა 6 ლიტრი + ბიოკატენა 6 ლიტრი + ლეპიდინი 4 ლიტრი ჰექტარზე



შენიშვნა  I
წამლობებს შორის პერიოდი მოცემულია ვაზის განვითარების ფენო-ფაზების მიხედვით, მაგრამ კლიმატური პირობების გათვალისწინებით მათ შორის ინტერვალი შეიძლება შემცირდეს, თითოეულ შემთხვევაში კომპანია ბიოაგროსთან ურთიერთკონსულტაციის საფუძველზე. 

 

შენიშვნა  II
სქემაში მოცემული კონტაქტური სპილენძის შემცველი პრეპარატი- ბორდოს ნარევი და გოგირდიანი პრეპარატი - თიოვიტ-ჯეტა შესაძლებელია ჩანაცვლებული იქნეს სხვა კონტაქტური ანალოგიური დანიშნულების პრეპარატებით (კოსაიდი, კუპერმაქსი, ნეორამი, იროკო. კუპროქსატი, კუპროფლო და სხვა).

< Back