Home / ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

,,ბიოაგრო-მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი” საქართველოში ნერგავს ისეთი ტექნოლოგიებსა და საშუალებებს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია გაცილებით უფრო მაღალხარისხიანი, კონკურენტუნარიანი, ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული (ბიო) პროდუქტების მოყვანა.

ჩვენ გთავაზობთ 

  • მეურნეობის დეტალურ ანალიზს;
  • კონსულტაციასა და სწავლებას ბიოტექნოლოგიების ეტაპობრივ დანერგვაზე;
  • ფიტოსანიტარულ მონიტორინგს;
  • მცენარეთა დაცვისა და გამოკვების ბიოლოგიურ საშუალებებს (ბიო პრეპარატები) და სერტიფიცირებულ, უნივერსალურ თხევად ორგანულ სასუქს “ორგანიკა“.

ჩვენ სერვისებს, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელს ადგილზე ვაწვდით მეცნიერებისაგან შემდგარი მობილური ჯგუფების მეშვეობით, თქვენთან ერთად ვებრძვით პრობლემებს და ვხარობთ წარმატებით, ამიტომაც არის რომ ბიოაგროს მეგობრების სია დღითი დღე იზრდება.
ყველა პროდუქტის და სერვისის ფასი არის სრულიად მისაღები ნებისმიერი აგრომეურნე – მწარმოებლისათვის და რაც მთავარია, მათი მოსავლის ხარისხი მაღალია, ხოლო თვითღირებულება კი არანაირად არ იზრდება.

ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოში პირველები ვართ ვინც დაიწყო ამ მიმართულებითა და ამ ფორმით მუშობა. კომპანია “ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლგიური დაცვის ცენტრი” არის ქვეყანაში ლიდერი ბიოტექნოლოგიების წარმოება – დანერგვაში.

ყველა პრპარატი არის ადგილობრივი წარმოების. მოგეხსენაბათ, რომ სინთეზური შხამქიმიკატების ინტენსიური გამოყენება იწვევს ნიადაგიში არსებული სასარგებლო მიკრორგანიზმების (მეგობარი ბაქტერიები, სოკოები და სხვა) განადგურებას. გარდა ამისა, იზრდება მავნე ორგანიზმების გამძლეობა (შეგუება) ქიმიური პესტიციდების მიმართ, რის გამოც ფერმერები იძულებილი ხდებიან სულ უფრო და უფრო დიდი დოზებით გამოიყენონ ქიმიური პრეპარატები, ეს კი მეტად და მეტად ანადგურებს ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს ჯანმრთელობას. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს მსოფლიოში ბიომიმართულების ინტენსიურ განვითარებისა.

ერთად შევქმნათ ისეთი საარსებო გარემო რომელიც უზრუნველყოფთს ჩვენი შვილების ჯანმრთელობასა და უკეთეს მომავალს.

თქვენი მეგობარი
ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი