Home / ბლოგი / ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები

ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება.

ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც.

თუ მომხმარებელს, გარკვეული სახის სუფთა პროდუქტის მცირე რაოდენობით შეძენა სურს, აზრს კარგავს ათეულობით (და მეტ) კილომეტრზე ტრანსპორტრება, რადგან პროდუქტის ფასი უკვე საკმაოდ ძვირი გამოდის.

ამ და სხვა პრობლემების გადალხვა საფრანგეთში შესაძლებელია სერვისით La Ruche qui dit Oui (ფუტკარი, რომელიც ამბობს კი). ეს არის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლებს მომხარებელს ერთობლივი შესყიდვები გააკეთონ-ადგილობრივ ფერმერებთან. ამგვარად მომხმარებელი იღებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს და ამასთან აძლიერებს ადგილობრივი წარმოებას.

როგორ მუშაობს სერვისი

ამჟამად სერვისში 700 „სკაა“. სკა-ეს არის ორგანული პროდუქტის შეძენით დაინტერესებული მეზობლების გაერთიანება, რომელთაც სურს პროდუქტის შესყიდვა ადგილობრივი ფერმერებისგან — ტრადიციული შუა რგოლის გვერდის ავლით.

„სკის“ შექმნა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს.

ყოველი კვირის განმავლობაში, სკის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ შეუკვეთონ ასობით სახის ორგანული პროდუქტი (ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, ყველი და ა.შ), რომელსაც სთავაზობენ მათ ფერმერები სერვისის დახმარებით.

„სკის“ ლიდერი უკავშირდება ადგილობრივ მწარმოებლებს და აწვდის მათ სკის წევრების მოთხოვნას პროდუქტებზე და თუ რაოდენობა აღწევს აუცილებელ მინიმუმს — შეთანხმება ძალაში შედის. შეკვეთის მიწოდება ხდება სასურველ ადგილზე.

ფერმერები აწესებენ საკუთარ ფასებს, მომხმარებელმა იცის ვისგან ყიდულობს პროდუქტს. მარჟა რომელიც შეადგენს 15.8%-ს (ჩვეულებრივ ეს 40% -ია), ნაწილდება სერვისსა და სკის ლიდერს შორის.

სერვისის საიტია: laruchequiditoui.fr

საქართველოშიც გვჭირდება მსგავსი სერვისი!
La Ruche qui dit Oui — ფუტკარი, რომელიც ამბობს კი!

სტატია მოგვაწოდა აგრარულმა ვებგაზეთმა „აგროკავკასია“

About admin

Check Also

კომპოსტის დამზადება და გამოყენება

კომპოსტირება — ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ორგანული ნარჩენების, მიკროორგანიზმების, ტენისა და ჟანგბადის …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *