Breaking News
Home / ბიბლიოთეკა / ჟოლოს ვირუსული დაავადებები

ჟოლოს ვირუსული დაავადებები

  ჟოლოს სიხუჭუჭე: დაავადება კარგადაა გამოსახული ორწლიან ყლორტზე, რომელიც რამდენჯერმე მოკლეა საღთან შედარებით და ფოთლებიც დაჭმუჭნულია. ნაყოფები არასიმეტრიულია, მშრალი და მჟავე გემოსია.

სიხუჭუჭე დიდი მავნეობით გამოირჩევა, დაავადების შემთხვევაში მოსავლიანობა საშუალოდ 63.8%-ით მცირდება.

ჟოლოს მოზაიკა: მოზაიკას იწვევს ვირუსების კომპლექსი. მოზაიკის მკვეთრი ფორმის დროს ფოთლები საღთან შედარებით უფრო მუქია. ფოთლები, ყუნწები და ყლორტები ნეკროზირებულია. ადგილი აქვს ყლორტების დამოკლებას.

ბრძოლის მიზნით დაავადებული მცენარეები ფესვიანას უნდა ამოვიღოთ და ნაკვეთიდან გავიტანოთ.

ჟოლოს ინფექციური ქლოროზი: დაავადებისთვის დამახასიათებელია ფოთლების გაყვითლება ერთ და ორწლიან ტოტებზე. მცენარე ჩამორჩება ზრდაში; ნაყოფები განუვითარებელია, ცალგვერდაა და მშრალი. დაავადებული მცენარის ყლორტები 30-35%-ით ნაკლებია სიგრძით საღთან შედარებით.

დაავადებასთან ბრძოლისთვის საჭიროა: საღი სადედე ნაკვეთების შექმნა, რომელიც დაშორებული უნდა იყოს ნარგაობიდან 1.5-2 კმ-ით. ვირუსებით დაავადებული მცენარეები მოშორებული უნდა იქნას ნაკვეთიდან. უნდა ჩატარდეს ღონისძიებები ვირუსების გადატანის წინააღმდეგ. აუცილებელია ჟოლოს გამძლე ჯიშების შექმნა და დანერგვა – წარმოება.

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

ჟოლოს ჟანგა

უმთავრესად ავადდება მცენარის ფოთლები, ზოგჯერ ღეროც. ფოთლის ზედა მხარეზე ჩნდება მოყვითალო - მონაცრისფრო მეჭეჭები.