Breaking News
Home / ბიბლიოთეკა / ჟოლოს ანთრაქნოზი

ჟოლოს ანთრაქნოზი

ჟოლოს ანთრაქნოზი აავადებს მცენარის ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფებს. ფოთლებზე დასაწყისში ვითარდება წვრილი მომრგვალო ლაქები, რომლებიც ხშირად ერწყმება ერთმანეთს და დაავადებული ქსოვილი შეიძლება ამოვარდეს.

ღეროებზე ვითარდება ღრმა წყლულები, რომლებიც გარშემოვლებულია მეწამული არშიით. ანთრაქნოზი იწვევს ერთწლიანი ყლორტებისა და სანაყოფე ტოტების ხმობას, ხშირად ნაყოფების მომწიფებამდე აღინიშნება ნაყოფების მუმიფიცირება, დაავადებული ფოთლები ნაადრევად ცვივა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ჟოლოს პროდუქტიულობას.

დაავადების წინააღმდეგ საჭიროა მცენარეთა ოპტიმალური დგომის დაცვა. მცენარის დაავადებული ნაწილების შეჭრა და მათი დაწვა.

პირველი შესხურება უნდა შესრულდეს ბორდოს ნარევის 1%-იანი სამუშაო ხსნარით, როდესაც ყლორტის სიგრძე მიაღწევს 15-20 სმ-ს.

მეორე წამლობა უნდა ჩატარდეს ყვავილობის წინ ფიტოკატენას 2%-იანი სამუშაო ხსნარით. მესამე წამლობა ტარდება კვლავ ფიტოკატენას 2%-იანი ნაზავით დაყვავილების შემდეგ.

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

ჟოლოს ვირუსული დაავადებები

ჟოლოს სიხუჭუჭე; ჟოლოს მოზაიკა; ჟოლოს ინფექციური ქლოროზი