Breaking News
Home / ბიბლიოთეკა / პუბლიკაციები / მეურნეობაში მოსამზადებელი სამუშაოები

მეურნეობაში მოსამზადებელი სამუშაოები

  • ნერგების მომზადება

მცენარის დარგვამდე ნერგების ფესვთა სისტემა 12 საათის განმავლობაში ჩაალბეთ შემდეგი სახის ნარევში:

50 ლიტრ წყალში გახსენით – ერთი ლიტრი ორგანიკა, ერთი ლიტრი ბიოკატენა, მიწა ან კომპოსტი (ნიადაგში ნემატოდების არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ ნაზავს დაუმატეთ ერთი ლიტრი ნემატოფაგი) და მოურიეთ კარგად, ისე რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა.

სამუშაო ნარევში მოთავსდება:

  • ხეხილის ნერგი – 150- 200 ძირი;
  • კაკლოვანი – 120- 150 ძირი;
  • ვაზი – 150 – 200 ძირი;
  • კენკროვანი კულტურები – 100 – 150 ძირი.

რატომ არის რეკომენდირებული ამ პროცედურის ჩატარება?

  • ვითარდება ფესვთა სისტემა
  • იზრდება მცენარის გამძლეობა
  • მცენარე მდიდრდება სასარგებლო მიკროორგანიზმებით
  • ჩალბობის შემდეგ მცენარის ფესვთა სისტემას გადარგვის დროს თან მიჰყვება სასარგებლო მიკროორგანიზმები, რომლებიც შემდეგ ნიადაგში განაგრძობენ განვითარებას.

დარგვამდე, შეგიძლიათ მცენარის ნერგი მავნებელ – დაავადებებზე „ბიოაგროს“ ლაბორატორიაში შეამოწმოთ და ამ მავნებელ – დაავადებების პრევენცია დასაწყისშივე მოახდინოთ.

  • ნიადაგის მომზადება

ზოგიერთი ნიადაგი მნიშვნელოვნად განიცდის მიკროელემენტების ნაკლებობას, რომლებიც მცენარის ზრდა – განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. რამდენიმე ელემენტის ნაკლებობა საქართველოს უმეტეს რეგიონებში გამოკვეთილია.

ნიადაგის გასანოყიერებლად, ორგანული მასის გასაზრდელად და სასარგებლო მიკროფლორის შესაქმნელად ნიადაგში ჩაკეთების წესით შეიტანეთ მყარი ორგანული სასუქი ბიომიქსი (დოზირება სხვადასხვა კულტურისთვის სხვადასხვაა).

  • ხეხილის ნერგი – 200 – 250 მლ.ლიტრი ერთ ძირზე;
  • ციტრუსები – 250 – 300 მლ.ლიტრი ერთ ძირზე;
  • კაკლოვანი – 200 – 250 მლ.ლიტრი ერთ ძირზე;
  • ვაზი – 200 – 250 მლ.ლიტრი ერთ ძირზე;
  • კენკროვანი კულტურები – 100 – 150 მლ.ლიტრი ერთ ძირზე.

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

ივლისი – აგვისტოს წამლობები ვენახსა და ბოსტანში

ივლისის დასაწყისისთვის მეურნეობებში ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია, კულტურები სიმწიფეში შედის და, როგორც ვიცით, ამ პერიოდში …