Home / ბიბლიოთეკა / პუბლიკაციები / მდინარის შლამი – ორგანული სასუქი

მდინარის შლამი – ორგანული სასუქი

საქართველოს მთელ რიგ მდინარეებს მოაქვს დიდი რაოდენობის ატივტივებული ორგანულ და მინერალურ ნივთიერებათა ნაწილაკები.

ორგანული ნივთიერებიდან წყალში ატივტივებულია სხვადასხვა ხარისხით გახრწნილი მცენარეული პროდუქტები, ხოლო მინერალური ნივთიერებიდან ძითითადად კარბონატული ქანები.

წყალში ატივტივებული ნაწილაკების რაოდენობა იცვლება წლის პერიოდების მიხედვით. შემოდგომაზე და ადრე გაზაფხულზე წყალს მეტი ორგანული და მინერალური ნივთიერება მოაქვს, ვიდრე ზაფხულში. მათი რაოდენობა იზრდება წვიმიან და ნალექიან ამინდებში.

მდინარის წყალში ატივტივებული ნაწილაკების, შლამის შემცველობა წლის განმავლობაში 0,15-0,3%-ის ფარგლებში მერყეობს.

მდინარის შლამში საშუალოდ შედის:• 0,09-2,16% აზოტი;

• 0,15-0,52% ფოსფორი;

• 0,13-0,94% კალიუმი;

• 6,5% კალციუმი.

დასავლეთ საქართველოში ნიადაგის მოსაშლამვად იყენებენ-რიონის, ცხენისწყლის, გუბისწყლის, ტეხურას, სუფსის, და სხვა მდინარეების შლამს.

ნიადაგის მოშლამვას ახდენენ როგორც წყლის მიშვებით ნაკვეთებზე, ისე არხებში და მდინარის ნაპირებზე დაგროვილი შლამის ნაკვეთებში შეტანით.

დასავლეთ საქართველოს რაიონებში, როგორიცაა სამტრედია, ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, აბაშა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, წალენჯიხა და სხვა რაიონები, დიდი ხანია იცნობენ მდინარის შლამის სასუქად გამოყენებას.

მდინარის შლამის გამოყენებით მკვეთრად დიდდება სასოფლოსამეურნეო კულტურების მოსავალი.

შლამის მოქმედება არ განისაზღვრება ერთი წლით. მისი შემდგომი მოქმედება უფრო მეტია პირდაპირ მოქმედებასთან შედარებით.

შლამის დოზების წინასწარი განსაზღვრა მეტად ძნელია, რადგან, ერთი და იგივე მდინარის შლამის შედგენილობაც კი იცვლება წლის სეზონისა და მოსული ნალექების რაოდენობის მიხედვით.

საშუალოდ ერთ ჰექტარზე შეაქვთ: 40-50; 60-100 ტონა შლამი.

მოშლამვა შეიძლება მთელი წლის განმავლობაში. იგი ნიადაგის ზედაპირზე უნდა მოიბნეს, რაც შეიძლება თანაბრად, ამავე დროს აუცილებელია მისი მალე ჩახვნა.

 

სოფლის მეურნეობის საფუძვლები, ავტორები: ზაირა ტყებუჩავა; ცოტნე სამადაშვილი; გივი ცაგურიშვილი; ალექსანდრე გათენაძე.

წყარო: Agrokavkaz.ge

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

როგორ დავამზადოთ კომპოსტი?

უნდა შეირჩეს საშუალოდ დაჩრდილული ადგილი, (სიგანე – 1-1,5 მეტრი; სიგრძე – კომპოსტის რაოდენობის შესაბამისად; სიმაღლე …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *