Breaking News
Home / ბიბლიოთეკა / ივლისი – აგვისტოს წამლობები ვენახსა და ბოსტანში

ივლისი – აგვისტოს წამლობები ვენახსა და ბოსტანში

ივლისის დასაწყისისთვის მეურნეობებში ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია, კულტურები სიმწიფეში შედის და, როგორც ვიცით, ამ პერიოდში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ჩავატაროთ საჭირო წამლობები, რათა თავიდან ავიცილოთ მოსავლის ბოლო ფაზაში დაზიანება.

გაგაცნობთ ძირითად კულტურებში ამ პერიოდში მოსალოდნენ მავნებელ-დაავადებებს და მათ წინააღმდეგ ჩასატარებელ ბიოლოგიურად ბრძოლის ღონისძიებებს.

ვაზი:

ყურძნის სიმწიფეში შესვლისას მიზანშეწონილია ივლისის ბოლოსა და აგვისტოს თვეში (რეგიონების მიხედვით) ჩატარდეს წამლობა ყურძნის ჭიის მესამე თაობის მატლების წინააღმდეგ, რომლებიც აზიანებენ ყურძნის მარცვალს. დაზიანებულ მარცვლებზე წვიმების შემდეგ ვითარდება სიდამპლეები (შავი სიდამპლე, თეთრი სიდამპლე, ნაცრისფერი სიდამპლე).

საჭიროა, მონიტორინგის საფუძველზე, ჩატარდეს წამლობა “ბიოკატენას” და “ლეპიდინის” 2%-იანი სამუშაო ნაზავის გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში, ორჯერ.

ვაზში ასევე ეფექტურია “ლეპიდინის” გამოყენება ცრუფარიანას მოხეტიალე მატლების წინააღმდეგ.

ბოსტნეული და ბაღჩეული:

ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მავნე ორგანიზმების (დაავადებები, მავნებლები) წინააღმდეგ, როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში, მონიტორინგის საფუძველზე უნდა ჩატარდეს წამლობა – ფიტოკატენა + ბიოკატენა + ლეპიდინის 2%-იანი კომბინირებული ნაზავის გამოყენებით, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვება – ორგანიკის 2%-იანი ნაზავით ფესვური გამოკვებისას (წვეთოვანი) და 1%-იანი ნაზავით (შესხურების წესით) ფოთლოვანი გამოკვების შემთხვევაში.

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

ჟოლოს ვირუსული დაავადებები

ჟოლოს სიხუჭუჭე; ჟოლოს მოზაიკა; ჟოლოს ინფექციური ქლოროზი