
- კულტურა – პამიდორი
- დაავადების გამომწვევი – სოკო ფიტოფტორა პარაზიტიკა.
- გამოვლინება – სოკო აზიანებს ფოთლებს, ღეროს და ნაყოფებს. ვლინდება ფოთოლზე და ღეროებზე შავი ლაქების სახით – მცენარე ჭკნება და შეიძლება დაიღუპოს.
- განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები – ტემპერატურული რეჟიმი – 28 – 32° გრადუსი. გავრცელების მთავარი წყარო შეიძლება იყოს წყალი, მით უფრო, სარწყავი წყალი, რომელსაც დაავადების გამომწვევი სოკო გადააქვს.
- პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიება – დაავადებული მცენარეები უნდა გამოვიტანოთ ნაკვეთიდან და ჩავატაროთ წამლობები. წამლობისთვის გამოვიყენოთ ფიტოკატენას 1%-იანი სამუშაო ნაზავი დაახლოებით 7-8 დღის ინტერვალით.