
- კულტურა – პამიდორი; კიტრი; წიწაკა; მწვანე ხახვი
- დაავადების გამომწვევი – სოკო კლადოსპორიუმი პამიდორში; სოკო სკოლეოტოსიხუმი კიტრში.
- გამოვლინება – სოკო იწვევს ფოთლების დაავადებას, შედარებით იშვიათად ყლორტებზეც გადადის. ნაყოფების დაავადება ძალიან იშვიათია.
- განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები – ხელს უწყობს მაღალი ტენიანობა. ტემპერატურული რეჟიმი – 22 – 25°.
- პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები – პამიდორში – დასაწყისშივე ჯანსაღი ჩითილები უნდა გადავრგათ. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, გამოვიტანოთ მცენარის ნარჩენები და ჩავატაროთ წამლობები. წამლობისთვის გამოვიყენოთ ფიტოკატენას 1%-იანი სამუშაო ნაზავი. კიტრში,წიწაკაში – საჭიროა თესლბრუნვის წარმოება; ნაყოფის გამონასკვის პერიოდში უნდა ჩაუტარდეს წამლობა ფიტოკატენას 1%-იანი სამუშაო ნაზავით. მწვანე ხახვში – საჭიროა წამლობა ჩაუტარდეს ფიტოკატენას 1%-იანი სამუშაო ნაზავით, 3-ჯერ, 8-10 დღიანი ინტერვალით.