სოფელ როდინაულში, კოოპერატივმა “ზესტაფონურმა” ეკოლოგიურად სუფთა საზამთროს მოსავალი მიიღო. ფერმერებმა სპეციალისტებთან ერთად დაგეგმეს წარმოება, რომლიდანაც ქიმიური დანამატები სრულიად ამოიღეს.
ზაფხულის ბოლოს, მოსავლის მიღებისთანავე, საზამთროს სიჯანსაღე ლაბორატორიული ანალიზით დაადასტურეს – გადაამოწმეს ნიტრატების ნორმა – <5.0 მიღებულმა პასუხმა “ზესტაფონურს” ისეთი სავაჭრო ქსელის კარი გაუღო, როგორიცაა “გუდვილი” და “კარფური”.
ნიტრატებისგან თავისუფალი საზამთრო შეგიძლიათ როგორც ზესტაფონის ბაზრებში, ასევე “გუდვილის” ქსელში შეიძინოთ და შთაბეჭდილება გაგვიზიაროთ.
საზამთროს მოვლა – მოყვანის ტექნოლოგიის შესახებ ვრცლად ჩვენს სტატიაში მოგიყვებით.
იპოვე ჩვენი ფერმერი!