2018 წლის 22 იანვარს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ბიოაგრო-მცენარეთა ბილოოგიური დაცვის ცენტრს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს უნივარსიტეტის სასწავლო პროგრამების განხილვაში, პროფესიული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებაში, კომპანია „ბიოაგროს“ აქტიური მონაწილეობას, ბაკალავრიატისა და სამაგისტრო სტუდენტებისათვის პრაქტიკისა და სტაჟირების ხელშეწყობას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სასწავლო უნივერსიტის რექტორმა ლევან ჯანგულაშვილმა და კომპანია ბიოაგრო-მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დირექტორმა კარლო კიკორიამ.