2022/05/24
Home / ახალი ამბები / სომხეთში გამართულ საერთაშორისო – პრაქტიკულ კონფერენციაზე “ორგანიკის” შედეგიანობის შესახებ

სომხეთში გამართულ საერთაშორისო – პრაქტიკულ კონფერენციაზე “ორგანიკის” შედეგიანობის შესახებ

სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა საერთაშორისო – პრაქტიკული კონფერენცია – „აგრარული ეკონომიკა და ეკოლოგიზაციის პრობლემები“.

ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგში წამყვანი სპეცილისტები იღებდნენ.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის“ დირექტორი და სპეციალისტი, კარლო კიკორია.

მოხსენების მთავარი თემა იყო – „ორგანულ – ბაქტერიული სასუქის „ორგანიკის“ გამოყენების შედეგები ერთწლიან კულტურებში კახეთის რეგიონში და ცენტრალურ შავმიწა ნიადაგებში ვორონეჟის მხარეში“.

შეხვედრის ბოლოს ორგანული სოფლის მეურნეობის წარმოების საკითხის ირგვლივ დისკუსია გაიმართა.

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

ყურძნის ჭია და ბრძოლის ღონისძიებები

ყურძნის ჭია იზამთრებს ძირითადად, ჭუპრის ფაზაში, ვაზის ვეგეტატიურ ნაწილებზე, საყრდენ ჭიგოებზე და ნაწილობრივ, ჩამოცვენილი ფოთლების …