Home / ახალი ამბები / სიმინდი

სიმინდი

მოყვანის ტექნოლოგია

ნიადაგი: ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე უნდა შევიტანოთ 40-50 ლიტრი სასუქი “ორგანიკა” რომელიც უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში.

თელის დამუშავება: თესვამდე რაომდენიმე დღით ადრე, მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ და აღმოცენების გაუმჯობესების მიზნით, სათესლე მასალა უნდა დამუშავდეს ბიოპრეპარატებისა (ლეპიდინი, ბიოკატენა, ფიტოკატენა)  და სასუქის (ორგანიკა) 2%-იანი სამუშაო კომბინირებული ნაზავით.

პირველი ფოთლოვანი კვება:  4-5 ფოთლის ფაზაში, ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე 5-6 ლიტრი ორგანიკა (თუ მეურნეობა ბიოლოგიური არ არის შესაძლებილია ჰერბიციდთან ერთად შეტანა), რომელიც უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში.

მეორე ფოთლოვანი კვება:  პირველი კვებიდან საშუალოდ 20 დღის შემდეგ ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე 5-7 ლიტრი ორგანიკა + 5 ლიტრი ფიტოკატენა (დაავადებების პრევენციის მიზნით)  + 5 ლიტრი ლეპიდინი (ღეროს ფარვანას გამოჩენის შემთხვევაში) რომლებიც უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში.

სიმინდზე გავრცელებული მავნე ორგანიზმებიდან აღსანიშნავია
დაავადებები: გუდაფშუტები, ჰელმინთოსპოროზი, ლიპოდიოზი, ნიგროსპოროზი და სხვ.
მავნებლები: სიმინდის ღეროს ფარვანა, მავთულა ჭიები, ხვატარები.

მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 50-80 მლ. მიმწებებელი მულტიმასტერი

გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებები: თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა, ბიოკატენა, ფიტოკატენა, ლეპიდინი

Check Also

კიტრი

სქემა ბიომეურნეობებისათვის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *