Home / ახალი ამბები / სათიბ-საძოვრების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია გრძელდება

სათიბ-საძოვრების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია გრძელდება

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია გრძელდება.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია 14 ნოემბრამდე  გაგრძელდა.

რეგისტრაცია მიმდინარეობს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge.

პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად  ახორციელებს,  რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება.

ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და  შესაბამისი აღჭურვილობა — ტრაქტორები, სათიბები, ასევე  სხვა საჭირო ინვენტარი.

კოოპერატივებს გადაეცემა ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე სათიბი, არანაკლებ 0,5 და არაუმეტეს 2 ჰა, ხოლო, საძოვრის ფართობი ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 ჰა.

პროგრამაში ჩართული კოოპერატივები ასევე მიიღებენ  ტრაქტორს, გუთანს, როტაციულ და სეგმენტურ სათიბელას, ფოცხს, მოთიბული მასის დამწნეხსა და მისაბმელს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

პროგრამა მოიცავს 29 მუნიციპალიტეტის წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საგარეჯოს, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს იმ დასახლებებს, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება.

დაგეგმილია დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება.

About DG

Check Also

იპოვე ჩვენი ფერმერი

იმ ფერმერებისთვის, რომლებიც იყენებენ ბიოაგროს ტექნოლოგიას, კომპანია “ბიოაგრომ” შეიმუშავა ორი ნიშანი: „ბიოაგროს“ ნიშანი (რეგისტირებული) – …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *