Breaking News
Home / ახალი ამბები / საშემოდგომო ხორბლის „ბიოაგროს“ ტექნოლოგიური მეთოდით მოვლა-მოყვნის ზოგადი სქემა

საშემოდგომო ხორბლის „ბიოაგროს“ ტექნოლოგიური მეთოდით მოვლა-მოყვნის ზოგადი სქემა

ხორბალი ის უპირველესი კულტურაა, რომელიც ადამიანთა ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და კვებითი ღირებულებიდან გამომდინარე, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია.

საქართველოში ხორბლის მოყვანის საუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს.

დღეს ჩემი სტატია საშემოდგომო ხორბლის ბიოლოგიურად მოვლა-მოყვანის საკითხს შეეხება.

თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ საშემოდგომო ხორბალი ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით. მისი პოტენციალის გამოვლენა, პირველ რიგში, დამოკიდებულია ჯიშის გენეტიკურ ფაქტორებზე – უნდა შევარჩიოთ ისეთი ჯიში, რომელიც მდგრადია გარემოს არახელსაყრელი პირობებისა და დაავადებების მიმართ, მისი მოვლა-მოყვანა შესაძლებელია ორგანული (ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო) პრეპარატების გამოყენებით.

ჩვენში ხორბლის ასეთ კატეგორიას განეკუთვნება- ბუნებრივი, ხალხური და მეცნიერული სელექციის შედეგად მიღებული, ჩვენს პირობებს მორგებული მრავალი სახეობა თუ ჯიში.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია მიწათმოქმედების ისეთი სისტემის გამოყენება, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს სარეველებთან და ზოგიერთ დაავადებასთან ბრძოლას, აამაღლებს ნიადაგის ნაყოფიერებას და დაიცავს მავნებელ-დაავადებებისგან.

ქვემოთ მოყვანილი კულტურათა მორიგეობის სქემები (მარტივი თესლბრუნვები) საკამოდ ეფექტური ღონისძიებებია სარეველების, ზოგიერთი მავნებლისა და და-ავადების, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

თვით თესლბრუნვა, სასოფლო – სამეურნეო კულტურათა მიზანმიმართული მორიგეობაა დროსა და სივრცეში, რომელიც მიმართულია უხვი, ხარისხიანი და სტაბილური მოსავლის უზრუნველყოფისკენ.

სამმინდვრიანი კულტურათა მორიგეობის სქემა, ერთწლიანი პარკოსნების და მარცვლოვნების მონაწილეობით

თესვის წელი მიდვრის 1/3 მინდვრის 1/3 მინდვრის 1/3
პირველი შვრიანარევი
ცერცველა
ხორბალი სიმინდი
მეორე ხორბალი სიმინდი შვრია,
ცერცველა
მესამე სიმინდი შვრია,
ცერცველა
ხორბალი

ორმინდვრიანი კულტურათა მორიგეობის სქემა

თესვის წელი მინდვრის ½ ნაწილი მინდვრის1/2 ნაწილი
პირველი საშემოდგომო ხორბალი ბარდა ან 
შვრია+ცერცველა
მეორე ბარდა ან შვრია+ცერცველა საშემოდგომო ხორბალი
ირაკლი რეხვიაშვილის მეურნეობა, სოფელი ასურეთი

ნაკვეთმორიგეობის სქემა – ერთწლიანი,მარცვლოვანი, პარკოსანი და ტუბერიანი კულტურების მონაწილეობით

თესვის წელი მინდვრის 1/3  მიდვრის 1/3 მინდვრის1/3
პირველი 0.5კარტოფილი
0.5-ლობიო
შვრია+
ცერცველა
საშემოდგომო
ხორბალი
მეორე შვრია+ცერცველა საშემოდგომო
ხორბალი
0.5-კარტოფილი
0.5-ლობიო
მესამე საშემოდგომო
ხორბალი
0.5 კარტოფილი
0.5 ლობიო
შვრია+ ცერცველა

კულტურათა მორიგეობა – მარცვლოვანი, პარკოსანი და ტუბერიანი კულტურების მონაწილეობით

თესვის
წელი
მინდვრის 1/2 მინდვრის 1/2
პირველი 0.5-კარტოფილი 0.5- ლობიო საშემოდგომო ხორბალი
მეორე საშემოდგომო ხორბალი 0.5- კარტოფილი
0.5- ლობიო

განსაკუთრებით დამწყებ ფერმერთათვის!

უხვი, სტაბილური, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პროდუქციის მიღების საფუძველს, აგროტექნიკურ ღონისძიებათა იმგვარი კომპლექსის გამოყენება ქმნის, რომელიც სასოფლო – სამეურნეო კულტურას შეუქმნის ოპტიმალურ გარემოს, მისი არსებობისათვის აუცილებელი -ხუთი ძირითადი ფაქტორის: სითბოს, სინათლის, წყლის,  ჰაერის და საკვები ნივთიერებების  მაქსიმალური გამოყენებისათვის.

აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსის შინაარსს კი განსაზღვრავს ის,  თუ როგორი ტიპის მეურნეობას ვეწევით, ორგანულს თუ არაორგანულს.     

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი
სელექციონერი
“ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის” კონსულტანტი მარცვლეულ კულტურებში
ირაკლი რეხვიაშვილი

2019 მაისი

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

კიტრის მავნებლები სათბურში

ბუგრი, აბლაბუდიანი ტკიპა, ნემატოდა, ფრთათეთრა