Home / ახალი ამბები / ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის პროექტზე იმსჯელეს

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის პროექტზე იმსჯელეს

სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო წრეების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამომავლო ტაქტიკისა და გასატარებელი ღონისძიებების საკითხები სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანა არ მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პრობლემაა და მნიშვნელოვანია გლობალურად იქნას აღქმული საკითხის მნიშვნელობა და შემუშავდეს ბრძოლის ეფექტიანი სტრატეგია.

სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლა შედეგიანი მხოლოდ სახელმწიფოს, მეცნიერების, ბიზნესსექტორისა და ფერმერების ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი.

მინისტრის განცხადებით, 2017 წლის გამოცდილების საფუძველზე, ქვეყანაში შემუშავდა ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის პროექტი, რომელიც დღეს გამართული სამუშაო შეხვედრის ფორმატში იქნება განხილული და შეჯერებული იმ გამოცდილებებთან, რომელიც სხვა ქვეყნებში არსებობს და რომლის შესახებაც მოწვეულ მეცნიერებთან ერთად იმსჯელებენ შეხვედრის მონაწილეები.

„საქართველოში მოწვეულია ყველა ის წამყვანი ენტომოლოგი და სპეციალისტი, ვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით. ჩვენ გვექნება სხვადასხვა ტიპის პრეზენტაცია; გვექნება მსჯელობა, დისკუსია და საბოლოოდ შეჯერებული გეგმის პრეზენტაცია, რომლის შემდეგაც დავიწყებთ ღონისძიებების გატარებას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად მუშაობს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, მათ შორის, ფიტოსანიტარიული სამსახურის პოტენციალის ზრდისა და ტექნიკური აღჭურვის კუთხით იმისათვის, რომ მომავალ წლებში ჩვენ უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ გამოწვევას, რომელიც გამოწვევაა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ არაერთი ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გამართული შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და აგრიჯორჯიასა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თხილის სექტორის განვითრების პროექტის – USAID/GHIP ორგანიზებითა გაიმართა.

About DG

Check Also

ნიორი

სქემა ბიოლოგიური მეურნეობისთვის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *