Home / ახალი ამბები / მზესუმზირა

მზესუმზირა

მოყვანის ტექნოლოგია

ნიადაგი: ნაყოფიერების ამაღლების მიზნით, თესვის წინ, ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე უნდა შევიტანოთ 30-40 ლიტრი სასუქი “ორგანიკა” რომელიც უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში. (თუ მეურნეობა ბიოლოგიური არ არის შესაძლებილია ჰერბიციდთან ერთად შეტანა)

თელის დამუშავება: თესვამდე რაომდენიმე დღით ადრე, მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ და აღმოცენების გაუმჯობესების მიზნით, სათესლე მასალა უნდა დამუშავდეს ბიოპრეპარატებისა (ლეპიდინი, ბიოკატენა, ფიტოკატენა)  და სასუქის (ორგანიკა) 2%-იანი სამუშაო კომბინირებული ნაზავით.

პირველი ფოთლოვანი კვება:  4-5 ფოთლის ფაზაში, ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე 5 ლიტრი ორგანიკა, რომელიც უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში. ამავე ნაზავით, პრევენციის მიზნით ან მავნე ორგანიზმების გამოვლენის შემთხვევაში ფართობზე უნდა შევიტანოთ 3 ლიტრი ფიტოკატენა + 3 ლიტრი ლეპიდინი  + 3 ლიტრი ბიოკატენა 

მეორე ფოთლოვანი კვება:  პირველი კვებიდან საშუალოდ 20 დღის შემდეგ ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე 5 ლიტრი ორგანიკა, პრევენციის მიზნით ან მავნე ორგანიზმების გამოვლენის შემთხვევაში ფართობზე უნდა შევიტანოთ 3 ლიტრი ფიტოკატენა + 3 ლიტრი ლეპიდინი  + 3 ლიტრი ბიოკატენა  რომლებიც უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში.

მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 50-80 მლ. მიმწებებელი მულტიმასტერი

გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებები: თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა, ბიოკატენა, ფიტოკატენა, ლეპიდინი

Check Also

კიტრი

სქემა ბიომეურნეობებისათვის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *