Home / ახალი ამბები / კურკოვანი ხეხილი

კურკოვანი ხეხილი

წამლობათა სქემა ბიომეურნეობაში

მსხმოიარე კურკოვანი ხეხილის ბაღებში გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს ფიტოსანიტარული მონიტორინგი არსებული მდგომარეობის დაზუსტების მიზნით, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს გამხმარი ხეების მოჭრა-ამოძირკვა, დაზიანებული ტოტების შეჭრა და ფართობიდან გატანა. მიზანშეწონილია გაიფხიკოს მცენარეთა შტამბი და დედატოტები ხავს-მღიერებისაგან და მოცილდეს ამსკდარი ქერქი. აღნიშნული სამუშაოების შესრულების შემდეგ დაიგეგმება მავნე ორგასნიზმების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები.

პირველი წამლობა  უნდა ჩატარდეს მინერალური ზეთების ემულსიის გამოყენებით კვირტების დაბერვამდე, როცა ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა მიაღწევს +5 გრადუს ცელსიუსს, მავნე ორგანიზმების მოზამთრე ფაზების შეზღუდვის მიზნით.

მეორე წამლობა ტარდება კვირტების დაბერვის ფაზაში, 3%-იანი ბორდოს ნარევით ან რომელიმე სპილენძის შემცველი კონტაქტური მოქმედების პრეპარატებით, დავადებების (ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, მონილიოზი, კლასტეროსპოროზი, ინფექციური ხმობა).

მესამე წამლობა ტარდება   ყვავილობის დასაწყისში   დავადებების (ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, მონილიოზი, კლასტეროსპოროზი)  მავნებლების (ატმის ბუგრი, ხეხილის წითელი ტკიპა) წინააღმდეგ  ბიოპრეპარატების ფიტოკატენა 8 ლიტრი  +  ლეპიდინი 8 ლიტრი კომბინირებული ნაზავით.

მეოთხე წამლობა ტარდება ყვავილობის დამთავრების შემდეგ, დაავადებების (მონილიოზი, კლასტეროსპოროზი) და მავნებლების (ვაშლის ჩრჩილი,ოქროკუდა, მზომელები, ტკიპები და სხვა) წინააღმდეგ 1%-იანი ბორდოს ნარევით ან სხვა რომელიმე სპილენძის შემცველი პრეპარატებით + ლეპიდინი 10 ლიტრი, ხოლო  მცენარეთა ფოთლოვანი გამოკვების მიზნით აღნიშნულ კომბინირებულვ ნაზავს ემატება  8 ლიტრი თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა.

მეხუთე წამლობა ტარდება,  მე-4-ე წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ, დაავადებების (მონილიოზი, კლასტეროსპოროზი, ნაცარი) და მავნებლების (ბუგრები, ნაყოფჭამიები) წინააღმდეგ 1 %-იანი ბორდოს ნარევით ან სპილენძის შემცველი სხვა კონტაქტური მოქმედების პრეპარატით +  ბიოპრეპარატების ფიტოკატენა 8 ლიტრი + ლეპიდინი 16 ლიტრი კომბინირებული ნაზავით.

მეექვსე წამლობა ტარდება, მე-5-ე  წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ, დაავადებების (მონილიოზი, კლასტეროსპოროზი, ნაცარი) და მავნებლების (ნაყოფჭამიები, კოქციდები) წინააღმდეგ თიოვიტ-ჯეტა 4 კგ. + ბიოპრეპარატების ფიტოკატენა 8 ლიტრი + ლეპიდინი 16 ლიტრი კომბინირებული ნაზავით.

მეშვიდე წამლობა ტარდება მე-6-ე წამლობიდან წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ, დაავადებების (კლასტეროსპოროზი, ნაცარი) და მავნებლების ( ნაყოფჭამიები ფარიანები და სხვა) წინააღმდეგ ფიტოკატენა  8 ლიტრი + ლეპიდინი 12 ლიტრი, ხოლო   მცენარეთა ფოთლოვანი გამოკვების მიზნით აღნიშნულ კომბინირებულ ნაზავს უნდა დაემატოს 8 ლიტრი თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა.

მერვე წამლობა ტარდება მე-7-ე წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ, დაავადებების (ნაცარი, სიდამპლეები) და მავნებლების ( ნაყოფჭამიები და სხვა ) ბიოპრეპარატების ფიტოკატენა 6 ლიტრი ლეპიდინი 6 ლიტრი + ბიოკატენა 8 ლიტრი კომბინირებული ნაზავით.

შენიშვნა: ყოველი წამლობის წინ საჭიროა ჩატარდეს ფართობის ფიტოსანიტარული მონიტორინგი. წამლობათა შორის შუალედი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. წამლობები უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში,  წამლობები სასურველია მთვარის კალენდრის მიხედვით.

მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 50-80 მლ. მიმწებებელი მულტიმასტერი

მნიშვნელოვანია!
პრეპარატი ტურინგენი გაერთანდა ლეპიდინთან და გამოდის ლეპიდინის დასახელებით.
პრეპარატი აგროკატენა გაერთანდა ფიტოკატენასთან და გამოდის ფიტოკატენას დასახელებით.

გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებები: თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა, ბიოკატენა, ფიტოკატენა, ლეპიდინი

Check Also

კიტრი

სქემა ბიომეურნეობებისათვის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *