კიტრი

სქემა ბიომეურნეობებისათვის

თესლის დამუშავება: დალბობა 2%-იანი ორგანიკის + 2%-იანი ლეპიდინის და 2%-იანი ბიოკატენას კომბინირებული ნაზავით, 8-12 საათის ექსპოზიციით. ასევე გოგროვნების ჩითილები გადარგვის წინ უნდა მოთასვსდეს ზემოთ აღნიშნულ კომბინირებულ ხსნარში 1-2 საათის განმავლობაში.

ნიადაგის განოყიერება 2%-იანი თხევადი ორგანული სასუქით, ხარჯვის ნორმა ნიადაგის ნაყოფიერებიდან გამომდინარე 30-40 ლიტრი ჰა/ზე მოსხურების წესით.

I წამლობა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს 2-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში ჭრაქის წინააღმდეგ 0,5%-იანი ბორდოს ნაზავით, ხარჯვის ნორმა  1-1,5 კგ/ჰა.

II  მეორე წამლობა ტარდება პირველი წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ ჭრაქის წინააღმდეგ 2%-იანი ფიტოკატენა+ 2%-იანი ბიოკატენა, ხარჯვის ნორმა 4-5 ლიტრი/ჰა-ზე.

III წამლობა ტარდება 7-10 დღის შემდეგ ჭრაქი,ს ნაცრის და ანთრაქნოზის წინააღმდეგ 1%-იანი ბორდოს ნარევით, ხარჯვის ნორმა 3-4 კგ/ჰა + 0,4 %-იანი თიოვიტ ჯეტა, ხარჯვის ნორმა 1-2 კგ/ჰა, ხოლო ბუგრების წინააღმდეგ 2%-იანი ლეპიდინით, ხარჯვის ნორმა 6 ლიტრი/ჰა-ზე, ხოლო ფოთლოვანი  გამოკვების მიზნით უნდა დაემატოს აღნიშნულ ნაზავს 3-4 ლიტრი ორგანიკა.

IV წამლობა ტარდება მესამე წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ, დაავადებების – ჭრაქი, ნაცარი, სამხრეთული და თეთრი სიდამპლეები, ბაქტერიული ლაქიანობები, მავნებლებიდან- ბუგრების,   ფრთათეთრას და ტკიპების (არსებობის შემთხვევაში) 2%-იანი ფიტოკატენა, ხარჯვის ნორმა 6-8 ლიტრი+ 2%-იანი ლეპიდინი – 6-8 ლიტრი/ჰა-ზე, ხოლო ფოთლოვანი გამოკვების მიზნით აღნიშნულ ნარევს უნდა დაემატოს ორგანიკა 4-6 ლიტრი.

V წამლობა ტარდება წინა წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ იგივე პრეპარატების კომბინირებული ნაზავის გამოყენებით რაც IV წამლობისას.

 

About DG

Check Also

აზერბაიჯანელი ფერმერები “ორგანიკას” წარმატებით იყენებენ

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *