იმ ფერმერებისთვის, რომლებიც იყენებენ ბიოაგროს ტექნოლოგიას, კომპანია “ბიოაგრომ” შეიმუშავა ორი ნიშანი:
- „ბიოაგროს“ ნიშანი (რეგისტირებული) – I დონე – ენიჭება ფერმერს, რომელსაც მოსავალი „ბიოაგროს“ ტექნოლოგიით (ხელმძღვანელობს „ბიოაგროს“ სქემით, რომელიც ბიოლოგიური საშუალებების დოზირებულ გამოყენებასაც გულისხმობს) მოჰყავს, ანალიზს აკეთებს პესტიციდებისა და ნიტრატების მაჩვენებლებზე. მოსავლის ხარისხზე პასუხისმგებელია ფერმერი.
- „ბიოაგროს“ ნიშანი – II დონე – ენიჭება ფერმერს, რომელსაც მოსავალი „ბიოაგროს“ ტექნოლოგიით (ხელმძღვანელობს „ბიოაგროს“ სქემით, რომელიც ბიოლოგიური საშუალებების დოზირებულ გამოყენებასაც გულისხმობს) მოჰყავს და მინიჭებული აქვს ბიოსერტიფიკატი.