Home / ახალი ამბები / ბიოაგრომ ბაზარზე მაღალი ხარისხის ბიოლოგიური მიმწებებელი შემოიტანა

ბიოაგრომ ბაზარზე მაღალი ხარისხის ბიოლოგიური მიმწებებელი შემოიტანა

ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დავცის ცენტრმა აქტიური სეზონი ახალი პროდუქტით – სერტიფიცირებული ბიოლოგიური მიმწებებლით გახსნა.

ლიპოსამი – მეტი ვიდრე უბრალოდ მიმწებებელი!

ბიომიმწებებელი ლიპოსამი უკრაინული კომპანია „BTU Centre“-ის მიერ წარმოებული პრეპარატია.

BTU Centre მსოფლიოში, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალებების წამყავანი მწარმოებლების გვერდით დგას  და აწარმოებს მხოლოდ ორგანულ სასუქებს, პესტიციდებსა და სხვადასხვა დანამატებს.

ბიოაგრო  ამ კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში და ლიპოსამის შემდეგ სხვა საინტერესო პრეპარატების შემოტანაც იგეგმება.

ბიოლოგიური მიმწებებელი მავნე ორგანიზმებისგან მცენარეთა დაცვისა და გამოკვების საშუალებების ეფექტურობის გასაზრდელად გამოიყენება.

  • ლიპოსამი, ბაზარზე არსებულ სხვა მიმწებებლებთან შედარებით, გაჯერებულია მიკროელემენტების კომპლექსით, რომელიც მცენარისთვის დამატებითი სარგებლის მომტანია.

ლიპოსამი უნიკალური ფორმულის საშუალებით კომპლექსურად იძლევა საუკეთესო შედეგს.

  • აუმჯობესებს სამუშაო ნაზავის წვეთების გაშლადობას და ზრდის პრეპარატის საკონტაქტო ფართობს ფოთოლზე
  • პრეპარატები არ ჩამოირეცხება და ფოთოლზე რჩება 15-30 დღის განმავლობაში
  • აძლიერებს პრეპარატების მოქმედებას და გარკვეულწილად ამცირებს მათ ხარჯს
  • მცენარეს უნარჩუნებს ტენს, აძლევს ფოტოსინთეზისა და სუნთქვის საშუალებას
  • ქიმიური პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, ამცირებს მცენარეზე მიყენებულ სტრესს.

მნიშვნელოვანია ლიპოსამის თავსებადობა სპილენძის შემცველ პრეპარატებთან. კომპანია „BTU Centre“- ის მიკრობიოლოგის მიერ ჩატარებული ცდის დროს ერთ-ერთ სპილენძის შემცველ პრეპარატთან –  როგორც იმწუთანდელი, ისე რამდენიმე საათიანი და ერთდღიანი დაკვირვების შემდეგ არ გამოვლინდა არანაირი ფლოკულაცია. ე.ი. პრეპარატი აბსოლიტურად თავსებადია სპილენძთან. ლიპოსამის გამოყენების წესები და ხარჯვის ნორმები კულტურების მიხედვით:

ლიპოსამის სამუშაო ნაზავის მომზადების წესი

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

ტურინგენი და ნიმის ზეთი ვაზის ტკიპისა და ფარიანების წინააღმდეგ

ვაზის ერთ-ერთ პრობლემურ მავნებლად ტკიპა მიიჩნევა, რადგან იგი მთელი სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე ჩნდება, მრავლდება სწრაფად …