Breaking News
Home / ახალი ამბები / ბიოაგრო FAO-სთან ერთად ფერმერებისთვის ტრენინგებს ატარებს

ბიოაგრო FAO-სთან ერთად ფერმერებისთვის ტრენინგებს ატარებს

 „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი“ რეგიონებში ინტეგრირებული და ორგანული წესით სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოვლა –  მოყვანის შესახებ ტრენინგებს ატარებს.

ტრენინგები შერჩეულ რეგიონებში ტარდება და სქემები ამ რეგიონებისთვის დამახასიათებელ ყველა კომპონენტს ითვალისწინებს

  • ახალქალაქი – კარტოფილი;
  • ლაგოდეხი (ლელიანი; თამარიანი) – ბადრიჯანი, კიტრი, სალათის ფურცელი, სიმინდი
  • ყაზბეგი – კარტოფილი, სალათის ფურცელი.

ტრენინგები „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)” დაკვეთით ტარდება და „ბიოაგროს“ სპეციალისტების მიერ ამავე კომპანიის სქემებით წარიმართება.

ტრენინგების მიზანი განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაა ინტეგრირებულ და ორგანულ მეურნეობებში, რაც შედეგად სოფლისა და ადგილობრივების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას მოგვცემს.

პირველი შეხვედრა 20 ნოემბერს ახალქალაქში ჩატარდა. ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც ფერმერები, ასევე ადგილობრივი აგრარული სასწავლებლის სტუდენტები და საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები.

ტრენინგზე დაინტერესებულ პირებს სპეციალისტებმა დეტალურად გააცნეს კარტოფილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია, მავნებელ-დაავადებების კონტროლი და ორგანული სასუქები და პესტიციდები, რომლებიც ამ სქემის დროს გამოიყენება.

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

ნიმის ზეთი – მოქმედების მექანიზმი და შედეგები

როგორ რეაგირებენ მჩხვლეტ-მწუწნი მწერები ნიმის ზეთზე? - ექსპერიმენტი