ორგანიკა

ნიადაგის აღმდგენი
თხევადი ორგანულ - ბაქტერიული უნივერსალური სასუქი

ბიოლოგიური ფუნგიციდები

აგროკატენა

ბიოკატენა

ფიტოკატენა

ლეპიდინი

ბაქტერიული ინსექტიციდი ქეცფრთიანთა რაზმის წინააღმდეგ

ნემატოფაგი

ნემატოდების საწინააღმდეგო ნიადაგის დასამუშავებელი ბილოგიური საშუალება

ბოვერინი

სოკოვანი პრეპარატი ნიადაგში არსებული მავნებლების წინააღმდეგ

ტურინგენი

ბაქტერიული ინსექტიციდი ხეშეშფრთიანთა რაზმის წინააღმდეგ

ლაბორატორია

დაავადებათა და მავნებელთა დიაგნოსტიკა

ტყე-პარკების ფიტოსანიტარული მონიტორინგი
ტრენინგები და პრეზენტაციები

მიიღე ცოდნა კონკურენტუნარიანი პროდუქციის შესაქმნელად

1 2 3 4 5 6 7 8 9

ჩვენი კომპანია სპეციალიზირდება ისეთი ტექნოლოგიებისა და საშუალებების შემუშავებაზე, წარმოებასა და დანერგვაზე რომელთა მეშვეობით შესაძლებელია გაცილებით უფრო მაღალხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული (ბიო) პროდუქტების მოყვანა, ანუ იმ პროდუქციის რომელზეც მოთხოვნა ინტენსიურად იზრდება როგორც მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში. საბედნიეროდ, უკვე საქართველოშიც ვინაიდან მხოლოდ ასეთი პროდუქტი არის უსაფრთხო და სასარგებლო მომხმარებლისთვის.
გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას: 
წარმოების დეტალური ანალიზი;
კონსულტაცია და ტრენინგი მეურნეობაში ბიოტექნოლოგიების ეტაპობრივად დანერგვაზე; 
ფიტოსანიტარული მონიტორინგი; 
მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებები (ბიო პრეპარატები) და სერტიფიცირებული თხევადი ორგანული სასუქი.
ჩვენ სერვისებს ხშირ შემთხვევაში ვაწვდით მომხმარებელს ადგილზე (მობილური ჯგუფების მეშვეობით) რის შედეგადაც კომპანიის კლიენტების სია დღითი დღე იზრდება მით უფრო რომ ყველა პროდუქტის და სერვისის ფასი არის სრულიად მისაღები ნებისმიერი აგრომწარმოებლისთვის და მათი მოსავლის თვითღირებულება არანაირად არ იზრდება!
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია "ბიოაგრო –მცენარეთა ბიოლგიური დაცვის ცენტრი" არის ქვეყანაში ლიდერი ბიოტექნოლოგიების წარმოება-დანერგვის საქმეში.
გვინდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ ბიოსაშუალებების დანერგვა არა მხოლოდ უსაფრთხო და უკეთესი პროდუქტის მოსაყვანად არის აუცილებელი! კარგად მოგეხსენაბათ შხამქიმიკატების ინტენსიურად გამოყენება მავნებლებისა და დაავადებების არა შემცირებას არამეტ "რატომღაც" უფრო მოჭარბებას და წლიდან წლამდე გამრავალფეროვნებას იწვევს. ფერმერები იძულებილი ხდებიან სულ უფრო და უფრო დიდი დოზებით გამოიყენონ ქიმიური პესტიციდები რის შედეგადაც სულ უფრო დაუფრო ვანადგურებთ ჩვენს მიწა-წყალსა და ჯანმრთელობას! სწორედ ეს ფაქტორია ყველაზე გადამწყვეტი და განმსაზღვრელი მსოფლიოში ბიომიმართულების ინტენსიური განვითარებისა.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჩვენი გუნდი გათავაზობთ თანამშრომლობას რაც სასარგებლო იქნება: 
თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის, თქვენი ბიზნესისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

პატივისცემით, თქვენი მეგობარი, "ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის" გუნდი